Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/mtavroba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/mtavroba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/mtavroba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/mtavroba.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მთავრობის შეფასებით არამიზნორვიდად განხორციელებულ პროექტებში წინამორბედმა 923,7 მილიონი ლარი დახარჯა
წინა ხელისუფლებსი მიერ არამიზნობრივად განხორციელებულ პროექტებეს შორის ანაკლიაში კაფე-რესტორნის მშენებლობა (2 მლნ ლარი) და ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობა (7,5 მლნ ლარი) მოხვდა. საქართველოს მთავრობის შეფასებით, წინა ხელისუფლებამ არამიზნობრივად 923,7 მილიონი ლარი დახარჯა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დღევანდელ პრესკონფერენციამდე ჟურნალისტებს დაურიგდათ. უფრო კონკრეტულად, იმ პროექტების ჩამონათვალში, რომლებიც ახალი მთავრობის აზრით, არ იყო მიმართული არც სოციალური პირობების და არც გრძელვადიანი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მოხვდა ქუთაისში საპარლამენტო კომპლექსის მშენებლობა, რაზეც მათივე ინფორმაციით, 344 მლნ ლარი დაიხარჯა; ასევე თბილისში რიყეზე ახალი თეატრის მშენებლობა (70 მლნ ლარი), ბათუმში ანბანის კოშკი და "ბათუმი თაუერის" მშენებლობა (60-60 მლნ ლარი), ანაკლიის აკვაპარკის მშენებლობა (25,3 მლნ), ანაკლიის საფეხმავლო ხიდი (11,5 მლნ ლარი), ანაკლიის ახალი სანაპირო ბულვარისა და ამფითეატრის საზეიმო გახსნა (800 ათას ლარამდე), დაბა მესტიაში თამარ მეფის ქანდაკების დადგმა (1,2 მლნ ლარი). აღნიშნულის გარდა, არამიზნობრივად განხორციელებულ პროექტებს შორის მთავრობა ასევე ასახელებს ქუთაისში მე-2 სატელევიზიო არხის ამოქმედებას (9,5 მლნ ლარი), კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობას (53 მლნ ლარი), გოდერძის კურორტის მშენებლობას (39,7 მლნ ლარი), ლაზიკას მშენებლობის გახსნას (11,2 მლნ ლარი), მესტიაში აეროპორტის მშენებლობას (9,2 მლნ ლარი), , პირველი კავკასიური არხის დაფინანსებას (34,6 მლნ ლარი), სურსათის და ელექტროენერგიის ვაუჩერს (88,2 მლნ ლარი), სამუშაო ადგილებზე პროფესიული გადამზადების პროგრამას (2007-2008 წლების ხარჯი - 66,7 მლნ ლარი), სტუდენტური დასაქმების პროგრამას (12,4 მლნ ლარი), "ქეთო და კოტე"-ს დადგმა (2,1 მლნ ლარი), ბათუმში ანდრეა ბოჩელის (2,3, მლნ ლარი), ასევე კრის ბოტისა და სტინგის (1,3 მლნ), პლასიდო დომინგოს (737 ათასი ლარი) კონცერტების ორგანიზებას, ანაკლიის ახალი სანაპირო ბულვარისა და ამფითეატრის საზეიმო გახსნას (793 ათასი ლარი) და ლონდონის ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე გულშემატკივართა ჯგუფის გამგზავრებისა და დასწრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს (656 ათასი ლარი). გარდა ამისა, მოქმედი მთავრობის ინფორმაციით, გასულ ორ წელიწადში მხოლოდ საახალწლო ღონისძიებებებზე 13,5 მლნ ლარი დაიხარჯა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.