სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემოს სვანეთის ოფისს ახალი საშტატო ერთეული დაემატა. ადამიანის უფლებათა ოფიცრის თანამდებობას თამარ დაგარგულია იკავებს. ამის შესახებ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ პროექტის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები სახალხო დამცველის ზუგდიდის რეგიონული ოფისის გაძლიერების გზით“-ასე ეწოდება პროექტს, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „ადამიანური უსაფრთხოება და სოციალური ინტეგრაცია“ ფარგლრებში 2013 წლის 1 მარტიდან ხორციელდება.
შეხევდრას არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. აქვე იმყოფებოდა პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის 5 მუნიციპალიტეტში შერჩეული კანდიდატი. კანდიდატებს შემდგომში ადგილობრივ დონეზე, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მოძიება დაევალებათ.
პროექტი ასეე ითვალისწინებს გასვლით, სამუშაო შეხვედრებს, საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვას და ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის კონკრეტულ საკითხებზე ტრენინგების ჩატარებას. სახალხო დამცველის მოადგილე პაატა ბელთაძე აღნიშნავს, რომ „პროექტი ზუგდიდში სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერებას და წარმომადგენლობის მეტად გაზრდას ითვალსიწინებს, რათა ადამიანის უფლებათა დარღვევის შესაძლო ფაქტების დროული გამოვლინება მოხდეს“-, აცხადებს პაატა ბელთაძე. მისივე განცხადებით, შესაძლოა მომავალში სახალხო დამცველის ცენტრალურ ოფისში შეიქმნას დამატებითი შტატი, რომელიც კონფლიქტისპირა ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე იმუშავებს.
მასალის გამოყენების პირობები