სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად ზუგდიდის სამხარო ადმინისტრაციის შენობასთან სახელმწიფო დროშა დაუშვეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარემ დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დაღუპული მეომრები ვაჟკაცობის და ქართველობის მაგალითებად მოხსენია.
„დღეს გლოვობს მთელი საქართველო და ღმერთმა დაგვიფაროს მომავალში ასეთი რამის განმეორება - “აღნიშნა ლევან კონჯარიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა 16 მაისი გლოვის დღედ გამოაცხადა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
"1. ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისას 2013 წლის 13 მაისს ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების 3 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად საქართველოში 2013 წლის 16 მაისი გამოცხადდეს გლოვის დღედ.
2. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2013 წლის 16 მაისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაშვებულ იქნას სახელმწიფო დროშები", - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.
მასალის გამოყენების პირობები