Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/alasania.-png.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ირაკლი ალასანიამ ვლადიმერ შანავას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, კაპრალ ვლადიმერ შანავას ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„ვლადიმერ შანავა მხოლოდ ჩვენი თანამედროვეობის გმირი არ არის. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, ჩვენი ქვეყნის სახელი, არა მხოლოდ ავღანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში ყოფილიყო წარმოჩენილი. მან საკუთარი სიცოცხლის შეწირვით, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლისათვის გადადგა ძალიან დიდ ნაბიჯი. დარწმუნებილი ვარ, რომ ის მსხვერპლი რაც მან გაიღო, ჩვენს ქვეყანას დიდ მიზნამდე - ძლიერ, ერთიან საქართველომდე მიიყვანს, რომელიც ნატოს და ევროპული ოჯახის წევრი იქნება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.წალენჯიხის რაიონში დაღუპული სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჩკორმა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ და სხვა სამხედრო პირებმა. კაპრალი ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალების ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2007 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი. კაპრალ ვლადიმერ შანავას წალენჯიხის რაიონში ხუთშაბათს დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტრო სრულად აანაზღაურებს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის ხარჯებს, ოჯახები კი კანონმდებლობით განსაზღვრულ დახმარებას მიიღებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.