Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/lgbt1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/lgbt1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/lgbt1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/lgbt1.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ლგბტ პირების საწინაარმდეგო აქციას"ეროვნული ფრონტი" გამართავს
დღეს "დედაენის ბაღში" სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერების მიერ დაგეგმილ აქციას მოწოდებით _ "არა თეოკრატიას"  დღესვე, 18:00 საათზე, "ეროვნული ფრონტი"  ლგბტ-ების საწინააღმდეგო აქციით უპასუხებს. "ეროვნული ფრონტის" მიერ ორგანიზებული აქციის მოთხოვნაა: "აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა!" "ეროვნული ფრონტი" მიიჩნევს, რომ 17 მაისს ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ ორგანიზებული აქცია პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა და ქართულ საზოგადოებაში მისთვის მიუღებელი ფასეულობების და ღირებულებების ძალადობრივად თავსმოხვევის მცდელობას შეიცავდა. სწორედ, ამგვარმა მცდელობამ განაპირობა საზოგადოების მწვავე რეაქცია და გამოიწვია მოვლენების სტიქიური განვითარება. ამავე დროს, გლობალისტური ეკონომიკური კლანების გრანტებით ნასაზრდოები ფსევდო-ლიბერალური ფრთა ცდილობს 17 მაისის მოვლენები გადააბრალოს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და სასულიერო პირებს, რაც ისევ და ისევ ქართულ საზოგადოებაზე იდეოლოგიური ძალადობის ელემენტებს შეიცავს", _ აცხადებენ "ეროვნულ ფრონტში". ამასთან, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ 17 მაისს ლგბტ ღირებულებების პროპაგანდის წინააღმდეგ ქართულმა საზოგადოებამ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება დააფიქსირა. "ამ დღეს გამოვიდა ერიც და ბერიც. სასულიერო პირებმა კი უდიდესი როლი ითამაშეს იმაში, რომ სამართლიანად აღშფოთებული ხალხის რისხვა ტრაგიკული შედეგებით არ დასრულებულიყო და ვითარება საყოველთაო ქაოსში არ გადაზრდილიყო. ამიტომ, ხელოვნური და ყოვლად უსაფუძვლოა ფსევდო-ლიბერალთა მცდელობები განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ქართულ ეკლესიას დააკისრონ. პირიქით, სწორედ ორგანიზაცია "იდენტობის" და მისი მხარდამჭერების უპასუხისმგებლო და გამომწვევმა ნაბიჯებმა და გადაწყვეტილებებმა უბიძგა ქართულ საზოგადოებას რადიკალური ნაბიჯებისკენ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ 17 მაისს ქართველმა ერმა და საქართველოს მოქალაქეებმა დაიცვეს მამა-პაპათა ტრადიციული ფასეულობები და მორალურ-ზნეობრივი იდეალები და ეს მოხდებოდა და კვლავაც მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მსგავს პროცესებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას სასულიერო პირები. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ქართული საზოგადოების სულისკვეთება და საზოგადოებრივი სიმშვიდის უზრუნველყოფის მიზნით უახლოეს პერიოდში მიიღოს კანონი ლგბტ ფასეულობების პროპაგანდის აკრძალვის შესახებ", _ აცხადებენ "ეროვნულ ფრონტში".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.