PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/demooooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/demooooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/demooooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/05/demooooo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
2012 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში თვითმმართველობებში განხორციელებული პოლიტიკური პროცესების მონიტორინგი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოდაგოებამ“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში წარმოადგინა.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მასშტაბით განხორცილეებულ საკადრო ცვლილებებზე, საპროტესტო აქციებსა და თვითმმართველობის მოხელეთა მიმართ განხორციელებული სამართლებრივი დევნის შესახებ ინფრომაცია ანგარიშის სახით იყო წარმოდგენილი.
ანგარიშის თანახმად: არჩევნებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 50-მა გამგებელმა დატოვა თანამდებობა, მათგან 48-მ პირადი განცხადების, ხოლო 2-მა საკრებულოს გადაწყვეტილებით. გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კი კონკურსი მხოლოდ 15 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, უმეტეს შემთხვევაში კი ისინი საკრებულომ მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნა. არჩევნების შემდგომ საკრებულოებში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილების პროცესი წარიმართა.
ასევე „სამართლიანმა არჩევნებმა“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე საშტატო ცვლილებებიც შეისწავლა. ორგანიზაციამ ინფრომაცია საჯარო ინფორმაციების გამოთხოვითა და მედიაში გავრცელებული მასალების საფუძველზე მოაგროვა. მასალის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს მასშტაბით 1877 თანამშრომელია გათავისუფლებული, 69 მუნიციპალიტეტიდან 55 გამგეობასა და 26 საკრებულოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ხოლო 34 მუნიციპალიტეტში 425 რწმუნებული იქნა დათხოვილი.
„გათავისუფლებულ პირთა უმრავლესობამ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. ბევრ მათგანს განცხადება ერთ დღეს აქვს დაწერილი, რაც ეჭვს იწვევს“,-ნათქვამია ანგარიშში.
პარტიული ნიშნით შერჩევის ფაქტები გამოვლინდა 18 მუნიციპალიტეტში ახალი თანამშრომლის აყვანის დროს. კონკურსი მხოლოდ 6 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. ანგარიშის თანახმად პარტიული ნიშნით ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები და მხარდამჭერები დაინიშნენ.
საანგარიშო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობით საგამოძიებო სამსახურების დაინტერესების ფაქტებიც გამოვლინდა, რამდენიმე შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
„სამართლიანი არჩევნები“ მუნიციპალიტეტებში გამოვლენილ ტენდენციას უარყოფიდად აფასებს და მიაჩნია, რომ გამოვლენილი პრაქტიკა ხელს არ უწყობს საჯარო სამსახურების პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას",-ნათქვამია ანგარიშის ბოლოს.
შეხვედრას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები და საკრებულოს აპარატის ერთი წევრი ესწრებოდა. გამჭვირვალობის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა მალხაზ ჭკადუამ რადიო „ათინათთან“ აღნიშნა, რომ ადამიანები, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან დასაქმებულები არ უნდა იყვნენ რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელნი. მან ასევე ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების როლზე თვითმმართველობის მუშაობის პროცესში.
„თვითმმართველობა იმას ნიშნავს, რომ შენ ერთვები პროცესში და შენი გადასაწყვეტია რა მოუვა შენს ქალაქს ხვალ",-აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები