რუბრიკები
მიშელ ობამამ მებაღეობის შესახებ წიგნი დაწერა
Michelle Obama აშშ-ის პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამამ მებაღეობის შესახებ წიგნი დაწერა. წიგნის სახელწოდებაა "მოყვანილია აშშ-ში: თეთრი სახლის ბოსტნისა და მთელი ამერიკის ბაღების ისტორია". პირველმა ლედიმ გამწვანების ხელოვნებას 271-გვერდიანი წიგნი მიუძღვნა. წიგნში ობამა მკითხველს არა მხოლოდ ლანდშაფტის დიზაინის შესახებ სთავაზობს საკუთარ ხედვას, არამედ მთლიანად ცხოვრების შესახებ. პრეზიდენტის მეუღლე მკითხველს ასევე აძლევს რჩევებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ - როგორ უნდა იკვებონ სწორად და რომელი პროდუქტები ეხმარება ქალს ტანადობის შენარჩუნებაში. მებაღეებისთვის განკუთვნილი ინსტრუქციის გარდა, წიგნი მრავლად შეიცავს დეტალებს როგორც აშშ-ის ისტორიიდან (აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ჯონ ადამსის ბაღის აღწერა), ასევე თავად პირველი ლედის ცხოვრებიდან. ნაშრომში მიშელ ობამამ პირველად მოყვა საკუთარი მამის შესახებ, რომელმაც მას მებაღეობა შეაყვარა. ობამას მეუღლე წერს, რომ მამამისი მტვირთავის თანაშემწედ მუშაობდა. პირველი ლედის თქმით, მისი წინაპრები ძალიან ღარიბები იყვნენ და ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ. გამომცემლობა Crown Publishing Group-ის წიგნი სავსეა ილუსტრაციებით, რომლებზეც მიშელ ობამა თავის გუნდთან ერთად თეთრი სახლის ბაღს უვლის. წიგნის საშუალო ღირებულება 30 დოლარია.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.