რუბრიკები
"ჯრისკაცის მამას" გააფერადებენ
მაყურებელი მალე ქართული მხატვრული ფილმის, "ჯარისკაცის მამის" გაფერადებულ ვარიანტს იხილავს.გაზეთ "ყველა სიახლის" ინფორმაციით, ფილმზე ამერიკული კომპანია მუშაობს, რომელიც მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შესული შავ-თეთრი ფილმის გაფერადებაზე მუშაობს.გამოცემა ფილმის რეჟისორ რეზო ჩხეიძესაც ესაუბრა, რომლის განმარტებითაც, ფილმის გაფერადებაზე ამერიკულ კომპანიასთან მოლაპარაკება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა."თავდაპირველად არ ვთანხმდებოდი, რადგან საბჭოთა ეპოქის დროინდელი გაფერადებული ფილმები რომ მაჩვენეს, კარგი შთაბეჭდილება არ დატოვა. შემდეგ თვითონ ამ ფილმიდან მაჩვენეს რამდენიმე ფრაგმენტი, მომეწონა და დავთანხმდი", - აცხადებს რეჟისორი.მისივე განმარტებით, ამერიკულ კომპანიას სტუდია ინდოეთში - ბოლივუდში აქვს და სამუშაოებსაც იქ ასრულებს, თუმცა მოლაპარაკებები მოსკოვსა და თბილისს შორის მიმდინარეობს."ორ კვირაში კიდევ ჩავალ მოსკოვში და ფილმის საბოლოო ვარიანტს ვნახავ. თუ რამე შესწორება გახდება საჭირო, იმასაც გაითვალისწინებენ", - აღნიშნავს რეზო ჩხეიძე.მხატვრული ფილმი "ჯარისკაცის მამა" სტუდია "ქართულმა ფილმმა" 1964 წელს გადაიღო. ქართველებმა ჯარისკაცის მამის როლის შემსრულებელს, სერგო ზაქარიაძეს გურჯაანში ძეგლიც დაუდგეს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.