Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/muradi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლებელია თანამდებობიდან გადააყენონ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მურად შამათავას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით სენაკის საკრებულოში, 18 დეპუტატის ხელმოწერით, განცხადება შევიდა. დეპუტატები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას 14 ივნისს მოითხოვენ, სადაც საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას საკითხს დააყენებენ. სენაკის საკრებულოს სულ 23 დეპუტატი ჰყავს. სენაკის საკრებულოს, ფრაქცია „იბერია-მართლმადიდებლური საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მერაბ გეგელია, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე თავმჯდომარის გადაყენების საკითხის, სავარაუდოდ, მომხსენებელი იქნება, მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურს. „ამ თემაზე ტელეფონით  ნამდვილად არ მსურს საუბარი. თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ საკრებულოში და აქ გეტყვიან ყველაფერს. მე არ გიპასუხებთ,“ - განუცხადა რადიო "ათინათს“ მერაბ გეგელიამ. როგორც რადიო „ათინათთან“ საუბარში, სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა კობა ბარამიამ განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატთა უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს. "დეპუტატებს მოთხოვნა მოტივირებული და ჩამოყალიბებული აქვთ. ცნობა თითქმის სამ გვერდიანია, სადაც აღნიშნულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე საქმისადმი გულგრილია, არაკოლიგიალური და არაკეთილსინდისიერია,“-  აცხადებს კობა ბარამია. მისივე განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარე მურად შამათავა შვებულებაში, მისი გადაყენების  შესახებ ცნობის შემოსვლისთანავე, გავიდა. რადიო „ათინათმა“ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე, მურად შამათავასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ცნობისთვის, საკრებულოს თავმჯდომარე  მურად შამათავა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სენაკის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით აირჩია. ის სენაკის საკრებულოში კოალიცია  „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.