Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/coto-mzaaaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/coto-mzaaaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/coto-mzaaaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/coto-mzaaaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მამუკა ცოტნიაშვილი: დევნილთა მიერ ობიექტებში შეჭრები უნდა დასრულდეს
ზუგდიდში დევნილებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე, მამუკა ცოტნიაშვილი შეხვდა. შეხვედრის ორგანიზატორის, ორგანიზაცია „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებსითვის“ წარმომადგენლის ნონა უბილავას განცხადებით მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის მიზეზი ეკონომიკის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული განცხადება გახდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დევნილებმა, რომლებიც შეჭრილები არიან  ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ობიექტებში დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ მათ მიერ დაკავებული შენობები. ამ განცხადების შემდეგ ზუგდიდში რამდენიმე ობიექტზე შეჭრილმა დევნილებმა გააჟღერეს ინფორმაცია, რომ ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავდნენ. დევნილების შეხვედრამ მინისტრის მოადგილესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში იძულებით გადადგილებული პირები მამუკა ცოტნიაშვილს საკუთარ პრობლემებს უზიარებდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე პასუხებს იღებდნენ. პრიორიტეტული საკითხი შეხვედრაზე ე.წ შეჭრილი დევნილების თემა იყო. დევნილთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დევნილთა შეჭრის პროცესი უნდა დასრულდეს. „სახელმწიფოს სტრატეგიის პრიორიტეტი დევნილთა პრობლემების მოგვარებაა. ამან არ უნდა შეუწყოს ხელი „შეჭრის„  პროცესებს, რომელსაც ყველგან აქვს ადგილი, მაგრამ ობიექტებზე შეჭრის ყველაზე მეტი მაგალითი სამეგრელოშია. ჩვენ გვაქვს გეგმაზომიერი გათვლები, რომ მოხდეს დევნილების მშვიდობიანი გამოსახლება და მათი ძირითადი პრობლემების  გადაჭრა და დასაქმება“,-აღნიშნა ცოტნიაშვილმა. მინისტრის მოადგილის განმარტებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტების დევნილებისგან დაცლასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება სწორი იყო. „აღარ უნდა მოხდეს შეჭრები, მაგრამ ის დევნილები, რომლებიც ახლა შეჭრილები არიან ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილდებიან",-აცხადებს ცოტნიაშვილი. მისივე ინფორმაციით ზუგდიდში მცხოვრები დევნილებისთვის 8 საცხოვრებელი კორპუსისი მშენებლობა უკვე დაიწყო, კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 300 დევნილისთვისაა გათვალისწინებული. იძულებით გადადგილებული პირები სამინისტროს მიერ სპეციალური კრიტერიუმებით შეირჩევიან და საცხოვრებელი ფართით მათი მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ეტაპობრივად დაკმაყოფილდებიან.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.