Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/nestaniiiiii-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/nestaniiiiii-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/nestaniiiiii-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/nestaniiiiii-mza.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ნესტან კირთაძე: საპრეზიდენტო კამპანიას ზუგდიდიან ვიწყებ (video)
„სახალხო მოძრაობის' პრეზიდენტობის კანდიდატი ნესტან კირთაძე ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა. ნესტან კირთაძე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს უახლეს ისტორიაზე ესაუბრა, პოლიტიკური რეალობა შეაფასა და სტუდენტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. კირთაძემ აღნიშნა, რომ ის, როგორც „სახალხო მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი საპრეზიდენტო კამპანიას ზუგდიდიდან იწყებს და სამეგრელოს მეტად მნიშნელოვანი რეგიონი უწოდა. მისივე განცხადებით, სტუდენტებთან შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამინები არიან მომავალი პოლიტიკოსები. „დღეს სხვადასხვა პოლიტიკური ტრიბუნებიდან ხშირად ისმის ამა, თუ იმ საკითხზე არაპროფესიონალური შეფასებები, ამიტომ აუცილებელია თქვენ იყოთ პროფესიონალები და კარგად იცნოდბეთ საჭირბოროტო საკითხებს“- მიმართა კირთაძემ სტუდენტებს. შეხვედრაზე ყველაზე აქტუალური კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებული მიდგომები და გზები იყო. „სახალხო პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მოგვარების ძირითადი გზა სახალხო დიპლომატიაა, ამიტომ აუცილებელია დაიწყოს კონკრეტული პროცესი, შეხვედრები და თანამშრომლობა ყველა სფეროში. კირთაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ერთადერთი და სწორი კურსი ევროპაზე გადის, ამიტომ აუცილებელია მოქნილი დოპლომატია, როგორც საერთაშორისო ასევე, რეგიონულ დონეზე. ერთ-ერთი სტუდენტის კითხვაზე, თუ რამდენად არის დღევანდელი მთავრობის მიერ შერჩეული კურსი ევროპისკენ მიმართული, იმ ფონზე, როცა მათი გადაწყვეტილებით აგვისტოს ომის გამოძიება დაიწყო, კირთაძემ უპასუხა, რომ გამოძიების დაწყება დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან დიდი შეცდომა იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ 2012 წელის არჩევნების შემდეგ ხალხს სულ სხვა მოლოდინები ჰქონდა, ახალმა მთავრობამ კი მათი ინტერესები დაივიწყა. კონფლიქტურ რეგიონებთან სამშვიდობო პლათფორმასა და სახალხო დიპლომატიაში ხედავს კონფლიქტის დარეგულირების ყველაზე რეალურ გზას „სახალხო მოძრაობის“ ერთ-ერთი დამაარსებელი ვახუშტი ფარცვანიაც. „ჩვენდა სამწუხაროდ ქართველ ხალხს ერთადერთი გამოსავალი დარჩა, სახალხო პროცესით დაწყებული აღმა სვლა, რადგან პოლიტიკურმა ინსტიტუტებმა თავინთი ნდობის ლიმიტი მოსახლეობასთან ამოწურეს,“-აღნიშნა ვახუშტი ფარცვანიამ. შეხევედრა დადებითად შეაფასა სტუდენტმა ილია ჭითანავამ და აღნიშნა, რომ დიპლომატიური სახალხო პროცესის დაწყება აუცილებელია. ნესტან კირთაძე ზუგდიდში რამდენიმე დღეს გაატარებს. იგი სამუშაო შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში იგი დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათი მოსაზრებების გაცნობასაც გეგმავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.