PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/gamgeobaaa-mazaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/gamgeobaaa-mazaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/gamgeobaaa-mazaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/gamgeobaaa-mazaa.png" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
ინგირის მოსახლეობა ასფალტ-ბეტონის ქარხნის ფუნქციონირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს (video)
20:04 / 14.06.2013
ინგირში საპარლამენტო უმცირესობის წევრის, მარიამ საჯაიას ძმის, ნიკოლოზ საჯაიას საკუთრებაში არსებული ასფალტ-ბეტონის ქარხნის ფუნქციონირების გამო მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა.
გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას განცხადებით, გამგეობაში რამოდენიმე დღის წინ დადიანის ქუჩის მოსახლეობის წერილობითი განცხადება შევიდა, სადაც საუბარი იყო , რომ აღნიშნული ქარხნის გამონაბოლქვი ადგილობრივების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. „მოსახლეობამ გვთხოვა, რომ გვეშუამდგომლა და შემდგარიყო შეხვედრა მოსახლეობასა და ქარხნის წარმომადგენლობას შორის, ვერ გეტყვით, რომ ამ შეხვედრით თემა ამოწურულია, მაგრამ კარგია, რომ ცივილური გზით ხდება მოგვარება, იმედი მაქვს შემდეგ ეტაპზე მიღწეული იქნება კონსესუსი, რომლითაც არც ერთი მხარე არ დაზარალდება",-აღნიშნა გიორგი თოდუამ.
ქარხანას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 25 იანვარს ფუნქციონირება აუკრძალა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე მუშაობის მიზეზით და ფულადი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მოსახლეობის ინფორმაციით ქარხანა ფუნქციონირებას ამ დრომდე განაგრძობს.
შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველოს“ უფროსის მოადგილე რამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ქარხანა არ ფუნქციონირებს და მოსახლეობას პრეტენზია გზასთან დაკავშირებით აქვს, რომელიც მოსააფალტებელია და მტვერი დგება.
„ჩვენ მზად ვართ მოსახლეობას დავეხმაროთ და გზის პრობლემა აღმოვფხვრათ“-აცხადებს ნადარეიშვილი.
მისივე ინფორმაციით გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი ჯგუფი იკვლევს, არის თუ არა ქარხნის მუშაობა მავნებელი გარემოსთვის. დასკვნა კი ერთი თვის ვადაში იქნება მზად.
„საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი“ დავით ფაცაცია აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მოლოდინი პრობლემის გადაჭრის მიმართ ძალიან დიდია. მათ ერთ-ერთ მიზანს კი ქარხნის სხვა ადგილას გადატანაც წარმოადგენს.
პრობლემის განხილვაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ზუგდიდის ოფისიც არის ჩართული. გამჭვირვალობის წარმომადგენელი არჩილ თოდუა მიიჩნევს,რომ საკითხი ორივე მხარისთვის დადებითად უნდა გადაწყდეს, რადგან, როგორც დაცული გარემოა საჭირო ასევე საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდებოდეს, ეკონომიკური განვითარებისთვის კი მსგავსი საწარმოების არსებობა აუცილებელია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები