რუბრიკები
NASA-მ დაბერების საწინააღმდეგო საშუალება გამოიგონა
NASA-მ დაბერების საწინააღმდეგო საშუალება გამოიგონა. "კოსმიური სასმელი AS10", ასე ეწოდება სითხეს, რომელიც სასწაულებს ახდენს. ის ამცირებს ნაოჭებს და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას. სასმელი, რომელსაც კოსმონავტები ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად იყენებენ, იუტის შტატის უნივერსიტეტის პროფესორებმა აღმოაჩინეს. ექსპერიმენტში მონაწილეობა 180-მა ადამიანმა მიიღო, ყველა მათგანს კანის სხვადასხვა ნაკლოვანება ქონდა. ორი ყლუპი სითხის დალევის შემდეგ, 4 თვის განმავლობაში ექსპერიმენტის მონაწილეებს პიგმენტური ლაქების 30% გაუქრათ და ნაოჭების 17% გადაეჭიმათ. სასმელის შემადგენლობაში შედის წითელი ჩაი, ეგზოტიკური ხილის ნარევი, ასაის კენკრა, კაკაო, აპუნცუუს კაქტუსი, ბროწეული და ყურძენი. ინგრედიენტები სხეულს ვიტამინების დიდი დოზით და ფიტოელემენტებით ამარაგებენ, რომლებიც რადიაციულ ზემოქმედებას ანეიტრალებენ. გარდა ამისა, "ახალგაზრდობის ელექსირი" შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს უჯრედების დამაზიანებელი და კიბოს გამომწვევი მოლეკულებისგან იცავს. კვლევის ხელმძღვანელმა და ავტორმა, აარონ ბარსონმა განაცხადა, რომ ზაფხულში კიდევ ერთი შედარებით მასშტაბური ექსპერიმენტი იგეგმება. AS10-ს 700 მილიგრამის ფასი 50 დოლარია. მეცნიერების დასკვნით, დაბერებას შოკოლადიც ებრძვის. შოკოლადის მოლეკულები კანს ჟანგბადით ავსებენ, ხოლო ახალი ტექნოლოგია ამ ეფექტს აუმჯობესებს. კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებმა შოკოლადს ახალი ინგრედიენტი Coco-Lycosome დაუმატეს. მას კანისთვის ჟანგბადის მიწოდების პროცესის დაჩქარება და გაზრდა 20-ჯერ შეუძლია. პროდუქტის შემქმნელების განცხადებით, ახალი ტექნოლოგია შოკოლადის გემოზე არ აისახება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.