Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/1005721_621038077907921_1925597100_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
მესტიის მკვიდრი მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებების გამოძიებას ითხოვს
მესტიის მკვიდრი ჯეირან ხვიბლიანი მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებების გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ამის შესახებ ჯეირან ხვიბლიანმა და მისმა ადვოკატმა თანდილა ჯოლოგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. როგორც ჯეირან ხვიბლიანი ამბობს, მამამისი ჭიჭიკო ხვიბლიანის 2005 წელს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, მოგვიანებით კი ოჯახს ეჭვი გაუჩნდა, რომ ჭიჭიკო ხვიბლიანი მოკლეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჭიჭიკო ხვიბლიანმა შვილს, რძლის, ჯეირან ხვიბლიანის ცოლის ღალატის შესახებ მოუყვა. ხვიბლიანის ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა აცხადებს, რომ ჭიჭიკო ხვიბლიანის გარდაცვალება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება. ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებენ, რომ ჭიჭიკო ხვიბლიანის მკვლელობა დღემდე გამოუძიებელია, ხოლო გამოძიებას ხელი სამეგრელო ზემო-სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ტერენტი კოკაიამ შეუშალა. მათივე განმარტებით, კოკაიამ, ასევე გააყალბებინა ექსპერტიზის დასკვნა. ჯეირან ხვიბლიანი ამბობს, რომ როგორც კი ის მამის გარდაცვალების ფაქტით დაინტერესდა და გამოძიების დაწყების თხოვნით პრეზიდენტს წერილი მისწერა დააკავეს. „იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დამაკავეს. თუმცა, იარაღი რომელიც პოლიციამ ჩემი საცხოვრებელი სხლიდან ამოიღო გაფორმებული იყო და მისი შენახვის უფლება მქონდა. ეს დოკუმენტი ჩემს საქმეში იდო. მიუხედავად ამისა მესტიის სასამართლომ 6 წლიანი პირობითი პატიმრობა და ჯარიმის სახით 3 000 ლარის გადახდა დამაკისრა“, - ამბობს ჯეირან ხვიბლიანი და დასძენს, რომ საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. თანდილა ჯოლოგუა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯეირან ხვიბლიანი არ გამორიცხავენ, რომ მესტიის ყოფილმა პროკურორმა ტერენტი კოკაიამ ჭიჭიკო ხვიბლიანის „მკვლელებისგან ფული აიღეს.“ „ეს მკვლელობა ასევე შესაძლებელია, იმიტომ „ჩაფარცხეს“, რომ სააკაშვილს და მის გარემოცვას არ სურდათ მკვლელობების ფაქტები გაეხმაურებინათ და მკვლელობების სტატისტიკა გაეზარდათ“, - აცხადებს თანდილა ჯოლოგუა. ჯეირან ხვიბლიანი და მისი ადვოკატის თქმით, ორივე საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს განცხადებით უახლოეს მომავალში მიმართავენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.