Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/timthumb.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/timthumb.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/timthumb.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/timthumb.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
აჩვენებენ თუ არა ზუგდიდში წამებისა და არადამიანური მოპყრობის კადრებს?
სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლის ანა წითლიძის ცნობით, ზუგდიდში, სავარაუდოდ „სუს“-ის შენობაში ნაციონალური მოძრაობის მხადამჭერებს და ყოფილ საჯარო მოხელეებს წამებისა და არაადამინური მოპყრობის კადრებს უჩენებენ. ანა წითლიძის განცხადებით, აღნიშნული კადრების ჩვენებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღალი თანამდებობის პირებია ჩართული. „ფეისბუკის გვერდზე პირადაპირ დავუდე გამგეობას და გამგეობის თანამშრომლებს ვინც იყვნენ ამაში ჩართული. გუშინ ლაშა ბერულავამ გაავრცელა კიდევაც ეს ინფორმაცია ინიციალბით, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ არის თუ რომელი თანამდებობის პირი იყო ამაში ჩართული“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანა წილიძემ. მისვე თქმით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც წამების ამსახველ კადრებს უჩვენებენ, დღითიდღე იზრდება.თუმცა წითლიძე კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს. „მე არ მინდა იმ ადამიანების სახელი და გვარები დავასახელო, იმიტომ რომ შეექმნებათ პრობლემები და იმიტომაც, რომ იმ კადრებში იყო ისეთი რაღაცეები, რომელბიც მათ შეეხებოდათ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ანა წითლიძემ და დასძინა, "აქ არ არის საუბარი იმ ვიდეო მასალაზე, რომელიც შსს დიპლომატიურ კორპუს და მედიასაშუალების წარმომადგენელბს თბილისში უჩვენა". 23 ივნისს, ერთ-ერთ მედია საშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდში წამების და სექსუალური ძალადობის კადრებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უჩვენებენ, რომელთაგან ერთ-ერთი არის მუნიციპალიტეტის გამგეობის მაღაჩინოსანი გ.ს. აღნიშნული ინიციალები ემთხვევა, ზუგდიდის გამგებლის ერთერთი მოადგილის მოავალეობის შემსრულებელ გურგენ სართანიას სახელ და გვარს. გურგენ სართანია გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მას არანაირი წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები არ გააჩნია. მისივე განმარტებით, ის ამ “ჭორის“ გავრცელებას ერთ-ერთ ფაქტს უკავშირებს. „ნაციონალებს, რომ შევხვდი ვუთხარი დაწერეთ განცხადება და გაემიჯნეთ ამ უბედურებას და მოიწინდეთ სირცხვილი-მეთქი,. როგორ არ გრცხვენიათ ასეთი ბინძურები, რომ ხართ-მეთქი, ეს იყო და ეს. ამათგან ზოგი საკრებულოს წევრიც იყო“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ გურგენ სართანიამ. სამეგრელო-ზემო სვანთის გუბერნატორის თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ წამების ამსახველი ვიდეო მასალების ზუგდიდში ჩვენების შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს და ამის შესახებ მან მედიიდან შეიტყო. „როგორც თქვენ აღნიშნეთ ახლა ისე გავიგე მეც, კონკრეტული არაფერი“,- აცხადებს თენგიზ გუნავა. რადიო „ათნიათის“ კითხვაზე იცნობს, ან შეხვდა თუ არა ისეთ ადამიანს, რომელსაც ეს კადრები აჩვენეს, გუნავა პასუხობს, რომ „მსგავსი რამე ჯერ არ ყოფილა და აწი ვნახოთ, მომავალში რა იქნება“. შს სამინისტროში კი რადიო „ათინათს“ განუცხადეს, რომ ზუგდიდში წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდემასალების ჩვენება არ ხდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.