Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/janashiaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/janashiaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/janashiaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/janashiaaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდის სასამართლოში მოსამართლემ ციხის ყოფილი უფროსი ამირან ჯანაშია სასამართლო დარბაზიდან გააძევა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში ციხის ყოფილი უფროსის ამირან ჯანაშიასა და რომეო  როგავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  ბრალდებულებს პროკურატურა წამებისა და არაადამიანური მოპყრობას ედავება.  პროცესის დაწყებისთანავე მოსამართლემ  ამირან ჯანაშია მოწმე ი.შ-სთან შელაპარაკების  გამო სასამართლოდან გააძევა. სასამართლომ ამ დროისთვის ერთი მოწმე ი.შ. დაკითხა. დაზარალებულის ი.შ. თქმით ის 30-მდე ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სცემა. მისისვე განმარტბეით ცემის ბრძანება ჯანაშიამ გასცა. "სასეირნოდ რომ გაგვიყვანეს, მაშინ ჯანაშიამ დაიყვირა, ყველა სირბილით საკნებისაკენო. ყველა გავიქეცით. ჯანაშიამ დამიყვირა ხელები უკან, ზურგზე რატომ არ გაქვსო შემოწყობილი, მე ვუთხარი ზურგზე როგორ მექნება მივრბივარ მეთქი. მაშინ მოვიდა და ხელ წამარტყა თავზე. მეც დავუჯიკავე. მაშინ იყვირა ჯანაშიამ დასცხეთ მაგასო". ყვებოდა ი.შ.  სასამართლო ჩვენებაზე. მოწმე ი.შ-ს  თქმით, იგი ცემისგან იღბული დაზიანებების გამო 10 დღე იწვა და პატიმრები უვლიდნენ. მისისვე განმარტებით, მას სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს. "როცა ჯანაშიასთან მიმიყვანეს, მან მითხრა, თუ გინდა სტაციონარში წაგიყვანო, მე უარი ვუთხარი.  ჯანაშიას ვკითხე რატომ მცემთ მეთქი, მითხრა "შემთხვევით მოხდა არ მინდოდაო." დღეს ჩანიშნულ, ციხის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმის დაკითხვა იგეგმება. შეგახსენებთ  რომ ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ  უფროსს, ამირან ჯანაშიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, 30 ათას ლარიანი გირაო  ა/წ 20 იანვარს შეუფარდა. ჯანაშიას ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 333-ე მუხლის თანახმად მას ბრალი  სამსახურებრივი უფლება-მოსილების გადამეტებაში ედება, ხოლო მეორე, 126-ე მუხლის 2-ე ნაწილის  თანახმად მას ბრალი, საპარლამენტო არჩევნებში ხელისშეშლის ფაქტზე ედება.   ამავე თემაზე ვრცლად: http://radioatinati.ge/news/article/radioatinati-ge-572/    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.