Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/1009744_334494080017119_1414645860_n-11.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ზუგდიდის ყინულის სახლის მშენებლობისთვის 3 მილიონ ლარამდე გამოიყო
ზუგდიდში ყინულის სახლის მშენებლობა, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, უახლოეს თვეებში დასრულდება. ყინულის სახლის მშენებლობისთვის საჭირო 2 მილიონ 790 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო. სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია „ბრაით ლაითი“ შეასრულებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ განუცხადა. „თუ რაიმე ხელისშემშლელი გარემოპირობები არ შეიქმნა და მშენებლობა გეგმის მიხედვით განხორციელდა, ზუგდიდს ყინულის სახლი უახლოეს თვეებში ექნება“, - აცხადებს გიორგი თოდუა. მისივე განმარტებით, უკვე არსებობს მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზე სამშენებლო კომპანიას, ყინულის სახლის მშენებლობის პირველი ეტაპისთვის, 2 მილიონ 290 ათასი ლარი ჩაერიცხება. „როგორც ცნობილია, ზუგდიდის ყინაულის სახლი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“, - აღნიშნა რადიო „ათინათთან“ საუბარში გიორგი თოდუამ. ზუგდიდის ყინულის მოედნის მშენებლობა იმავე ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც მოედანი ადრე ფუნქციონირებდა. ყინულის საციგურაო მოედანი ადრინდელზე ორჯერ მეტი მოცულობის იქნება. ცნობისთვის, ზუგდიდში ყინულის სახლი, რომელიც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2007 წელს აშენდა, დაახლოებით 1,5 მლნ ლარი დაიხარჯა. ზუგდიდის ყინულის მოედნის დემონტაჟი, სადაც 600-მდე ბავშვი სწავლობდა, 2011 წელს მოხდა. მაშინ ზუგდიდის გამგეობაში აღნიშნავდნენ, რომ საერთაშორისო სტანდარტების და ორჯერ უფრო დიდი ყინულის სახლი უახლოეს მომავალში აშენდებოდა. ზუგდიდში, ყინულის სახლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა, ყინულის მოედნის მშენებლობის დაწყების მოთხხოვნით, საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.