Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/saavadmyofo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/saavadmyofo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/saavadmyofo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/saavadmyofo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების მომართვიანობამ იმატა
პირველი ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი ამოქმედდა. როგორც რადიო „ათინათს „ ზუგდიდის მრავალპროფილური, რესპუბლიკური სავადმყოფოს ექიმმა მაია ჯიშკარიანმა განუცხადა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავამყოფიოში პაციენტების ამბოლატორიულმა მომართვიანობამ იმატა. ასევე ჯიშკარიანი განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპზე გაიზარდა როგორც ლაბორატორიული მომასახურეობის ასევე ექიმ სპეციალისტთა მომსახურეობა, - „პაციენტები ამ პოროგრამის შესახებ ინფორმირებულბი არიან და მათ სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ექმნებათ .“ აღნიშნავს მაია ჯიშკარიანი. საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაფართოებული პროგრამის თანახმად, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ასევე დაფინანსდება გეგმიური ოპერაციების ფართო სპექტრი (წლიური ლიმიტი 15 000 ლარი დაფინანსდება 70%-ით), ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა (წლიური ლიმიტი 12 000 ლარი დაფინანსდება 80%-ით), ორსულთა პატრონაჟი და მშობიარობა (ფიზიოლოგიური 500 ლარი, საკეისრო კვეთა - 800 ლარი). პროგრამით მოსარგებლეებს უფლება ექნებათ თავად აირჩიონ სასურველი კლინიკა საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის შეეხო საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.