რუბრიკები
ზუგდიდში საავტორო უფლებების დაცვაზე იმსჯელეს
საავტორო უფლებით დაცული ობიექტით ლეგალური სარგებლობისთვის რეგიონულ დონეზე ინფორმირებულობის ამაღლებას ისახავდა მიზნად დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრა, რომელიც  საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის  თავმჯდომარემ  გამართა. შეხვედრაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებებს შორის განსხვავებაზე დეტალურად ისაუბრეს. საავტორო უფლების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი მიღებული მოგების ათმაგი რაოდენობით ჯარიმდება. ასოციაცია თანამშრომლობს 150 ქვეყნის საავტორო უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან და არეგულირებს საავტორო უფლებას არა მხოლოდ ეროვნულ პროდუქტზე, არამედ ქართულ ბაზარზე არსებულ უცხოურ პროდუქტებზეც, რომელთა პროცენტული რაოდენობა 75% –ს აღწევს. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ერთადერთი, სახელმწიფოს მიერ დელეგირებული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ის 1999 წელს დაფუძნდა და  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ  ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის სპეციალური სტატუსით სარგებლობს. ამჯერად ორგანიზაცია საავტორო უფლებების მხრივ ინფორმირებულობის რეგიონულ დონეზე ამაღლების პროგრამას ანხორციელებს. შეხვედრა დადებითად შეაფასა სტუდია მუსიკალურ ქორეოგრაფიულ ცენტრ “ოდიშის“ დირექტორმა ნინო მამფორიამ – "ბედნიერი ვარ, რომ დღეს ზუგდიდს ეწვია ეს ასოციაცია, ბევრი შეკითხვა მქონდა და ამომწურავი პასუხები მივიღე“. ასოციაციის თავმჯდომარემ გიგა კობალაძემ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მათი ძირითადი მიზანი ახალი ხელოვანი ადამიანების აღმოჩენა, მათი ასოციაციაში გაწევრიანება და რეგიონის დონეზე ლიცენზირებულობის გაზრდაა.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.