Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/IMG_1700.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/IMG_1700.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/IMG_1700.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/IMG_1700.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ანაკლიაში ათობით საცხოვრებელი კარ-მიდამო ამ დრომდე დატბორილია (video)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ანაკლიაში ათობით საცხოვრებელი სახლი და მისი მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე დატბორილია. განადგურებულია საბოსტნე მეურნეობა. ეზოებში 50-90 სმ-მდე წყალი დგას. მოსახლეობა, მათი საცხოვრებელი კარ-მიდამოს დატბორვას სასტუმოებისა და ბულვარის მშენებლობას უკავშირებს. ანაკლიის მკვიდრის ლალი ქვარცხავა რადიო „ათაინათან“ საუბარში ამბობს, რომ სასტუმროებისა და ბულვარის მშენებლობის დროს, მანამდე არსებული არხები, რომელიც მათ ეზოებს დატბორვისგან იცავდა, მიწით ამოავსეს, ნაცვლად კი ახალი არხები არ გააკეთეს. „ყველაფერი განადგურებულია. სამ ადგილას მქონდა ბოსტანი და არც ერთი აღარ დარჩა. ირგვლივ ყველაფერი დატბორილია. წყალს გასავლელი არსად აქვს და ეს ერთი თვე ვერ დაშრება“, - ამბობს ანაკლიის მკვიდრი ლალი ქვარცხავა, რომელიც ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეულ მეტრში ცხოვრობს. ანაკლიის მოსახლეობა ეზოებიდან წყლის ამოტუმბვას ითხოვს. თორნიკე ბუბუტეიშვილის საცხოვრებელი სახლი, რომელიც სატუმრო „ანაკლიის“ უკანა მხარეს მდებარეობს, პირველი სართული მთლიანად დატბორილია. ბუბუტეიშვილების ეზოში 80 სმ წყალი ამ დრომდე დგას. ბუბუტეიშვუილების ოჯახიც ქვარცხავების მსგავსად, ეზოების დატბორვას სასტუმროების მშენებლობას უკავშირებს და მთვარობისგან კომპენსაციას ან ახალი სახლის მშენებლობას ითხოვს, რადგან მათივე თქმით, მათი საცხოვრებელი სახლი ხშირი დატბორვების შედეგად უვარგისია. „ეს წყალი არ ვიცით როდის დაშრება. უკვე საშინელი ანტისანიტარიაა. ჩვენთან გუშინ სახანძროებმა იმუშავეს, მაგრამ ერთი წვეთი წყალი არ მოაკლდა“, -აცხადებენ ბუბუტეიშვილები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ უხვ ნალექს მუნიციპალიტეტისთვის სერიოზული ინფრასტრუქტურული ზარალი არ მიუყენებია. მათივე განმარტებით, ათობით სახლის დატბორვა სანიაღვრე სისტემების არ არსებობამ გამოიწვია. „წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის მოწყობის კუთხით სამწუხაროდ ბევრი არაფერი გაკეთებულა. სწორედ ეს იწვევს მოსახლეობის დატბორვას. მაგალითად, ანაკლიაში, როცა სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა, სანიაღვრე სისტემები არ გაითვალისწინეს და მოუწესრიგებელი დარჩა “, - აცხდაბეს გიორგი თოდუა. მისივე განმარტებით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა მისივე თქმით, „ამ კუთხით მიმდინარე წელს, როგორც სოფლის მხარდამჭერი პროგრამებიდან , ისე სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ძალიან ბევრი რამ გაკეთდება.“ ზუგდიდის გამგეობაში აცხადებენ, რომ ზარალის საბოლოოდ დათვლის შემდეგ კი, გამგეობა ეცდება დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება გაუწიოს. ზუგდიდის გამგეობის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თამაზ უბილავა ამბობს, რომ ანაკლიაში დატბორილი ეზოებიდან წყლის ამოქაჩვა სახანძრო მანქანების საშუალებით შეუძლებელია. მისივე განმარტებით, ანაკლიაში არსებობს წყლის საწრეტი მილები, რომლის საშუალებით წყალი ეზოებიდან თანდათან დაშრება, თუმცა მისივე თქმით, წყლის საბოლოოდ დაშრობას დრო დასჭირდება. ფოტორეპორტაჟი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.