Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/senaki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/senaki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/senaki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/senaki.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის დანიშვნა სავარაუდოდ აქციების ფონზე მოხდება
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელის ვინაობა, სავარაუდოდ, ხვალ, 9 ივლისს დაგეგმილ საკრებულოს სხდომაზე გახდება ცნობილი. „ხვალ საკრებულოს სხდომაზე, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ხაბურზანია გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელის კანდიდატურას წარადგენს“, - განუხადა რადიო „ათინათს“ სენაკის საკრებულოს აპარატის უფროსმა კობა ბარამიამ. თუმცა, სენაკის საკრებულოს აპარატში ვერ აკონკრეტებენ თუ ვის წარდგენას გეგმავს საკრებულოს თავმჯდომარე. აღნისნულ საკითხზე, რადიო „ათინათმა“ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირება ვერ შეძლო. არასამთავრობო ორაგანიზაცია ქალთა კავშირი, ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი ინგა ქარდავა კი აცხადებს, რომ ხვალენდელი სენაკის საკრებულოს სხდომა უკანონოა, რადგან აღნიშნულ საკითხზე სასამართლოში სარჩელია შეტანილი. მისივე თქმით, სასამართლოში სარჩელი მისმა ორგანიზაციამ და სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ბაბილუამ შეიტანეს. „ჩვენ გავასაჩივრეთ საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელიც ჩატარდა და სადაც დღის წესრიგში არ იყო შეტანილი სენაკის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი. ამასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს უნდა გამოეცხადებინა ვაკანსია და კონკურსის წესით უნდა დანიშნულიყო სენაკის გამგებელი“, - განუცხადა რადიო „ათინათს“ ინგა ქარდავამ. ამსათან, ინგა ქარდავა ფიქრობს, რომ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ხაბურზანია ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე გოჩა დგებუაძის კანდიდატურას წარაგენს, რომელსაც სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გურამ მისაბიშვილი მფარველობს. არასამთავრობო ორაგანიზაცია ქალთა კავშირი, ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ხვალ სენაკის საკრებულოსთან აქციები გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.