Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/abebiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/abebiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/abebiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/abebiiiii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის წესების დარღვევაზე შესაძლოა პასუხისმგებლობა გამკაცრდეს
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, კობა დავითაშვილის ინიციატივით წარდგენილია პროექტი, რომელიც ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის წესების დარღვევაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას და  არსებული ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს.ამავე პროექტის ფარგლებში სამმაგდება ჯარიმები ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც სპეციალურ კონტროლს ექვემდებარება და, რომელთა მიღება არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე. როგორც პროექტის ავტორი განმარტავს, ცვლილებების მომზადება განპირობებულია ქვეყანაში ე.წ. სააფთიაქო ნარკოტიკების მომრავლებით, რომელიც უმძიმეს შედეგს იწვევს ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, რის გამოც აუცილებელია საჯარიმო სანქციების მკვეთრი ზრდა. დავითაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, საკმაოდ სოლიდური ჯარიმების დაწესებაზეა საუბარი. კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, საქმიანობა ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ნებართვის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 16 000 ლარის ოდენობით. ფარმაცევტული წარმოების, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის ექსპორტის ან იმპორტის, ავტორიზებული აფთიაქის, ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ფარმაცევტული პროდუქტის მომზადება, რეალიზაცია არაუფლებამოსილი პერსონალის (ფარმაცევტული განათლების არმქონე, დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის უფლების არმქონე სუბიექტის) მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების წესის დარღვევა, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება იმ კატეგორიის ფარმაცევტულ პროდუქციას, რომელიც განსაკუთრებულ კონტროლს ექვემდებარება და ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა გაიცეს, მათი გაცემის წესის დარღვევაზე ჯარიმა 3000-დან 9 000 ლარამდე იზრდება. ასევე სამმაგდება ჯარიმა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენაზე და მისი ოდენობა 18 ათას ლარამდე იზრდება. გარდა ამისა, წუნდებული, ვადაგასული, გაუვარგისებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ბაზარზე ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა - 20 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. სამკურნალო საშუალების აღრიცხვის, წარმოების, სტანდარტიზაციის, მარკირების, გადაზიდვა-გადაგზავნის, იმპორტ-ექსპორტის, რეექსპორტის, სერიული აღრიცხვის და განადგურების დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 600 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. აღნიშნული ქმედების განმეორება – ჯარიმას 4 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით ან ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – 12 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. პროექტის თანახმად, ორმაგდება ჯარიმა ფარმაცევტული პროდუქტის რეკლამის წესების დარღვევაზეც, რაც 2 000 ლარით დასჯადი ქმედება შეიძლება გახდეს. ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის დაწყება და დასრულება სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – 4 000 ლარის ოდენობით. ასევე ფარმაცევტული პროდუქტის შეფუთვა-მარკირების ცვლილება რეგისტრაციის ან სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინების გარეშე 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდასთან იქნება დაკავშირებული. ცვლილებები "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შედის.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.