Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/prezentacia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/prezentacia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/prezentacia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/prezentacia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სასტუმრო „ანაკლიაში“ პროექტ „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა (ვიდეო)
რადიო „ათინათმა“, „საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველომ" და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა“ პროექტის „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის“ პრეზენტაცია სასტუმრო „ანაკლიაში გამართა. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისა  და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის ხელმძღვანელების განმარტებით, პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება. ამასთან, პროექტის მთავარი ამოცანაა თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. პროექტი 6 თვის განმავლობაში განხორციელდება და ის სხვადსხვა ღონისძიებებს მოიცავს.  მათ შორის, რადიო გადაცემებს, უმაღლეს სასწავლებლებში სემინარების ჩატარებას, სოფლებში შეხვედრებს, ქუჩის გამოკითხვებს და ა.შ. „ჩვენს კოალიციას საკმაოდ მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა აქვს ჩამოყალიბებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, გამგეობასთან და ვფიქრობთ, რომ ამ ერთობლივი ღონისძიებებით მივაღწევთ მნივშნელოვნად გაუმჯობესდეს თვითმმართველობის ხარისხი ჩვენს მუნიციპალიტეტში“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი არჩილ თოდუა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, რომლებთანაც პროექტის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, პროექტი მნიშვნელოვანი და დროულია, რადგან პროექტის ამოცანები და მიზნები ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას და დეცენტრალიზაციას პასუხობს. „ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან და მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენს მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, - აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სემინარების ჩატარება ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.