გერმანულმა გამოცემამ Berliner Zeitung-მა სანაპირო ქალაქების რეიტინგი შეადგინა, სადაც ზღვაც არის და ქალაქის გასართობი ცხოვრებაც ჩქეფს.ამ მახასიათებლებით ევროპის ლიდერი ბარსელონაა. ბარსელონა ნებისმიერი მოთხოვნილების მქონე ტურისტს მაღალხარისხიან დასვენებას სთავაზობს: დილით - ექსკურსიები გუელის პარკში და უნიკალური ნაგებობების დათვალიერება; შუადღეს - სანაპიროზე მზის აბაზანის მიღება და ნებივრობა; საღამოს - მრავალფეროვანი კაფეები, ბარები და ღამის კლუბები. ბარსელონაში ყველაფერი გათვალისწინებულია.მათ, ვისაც შედარებით მშვიდი დასვენება სურს, ეპანურ კურორტ სან-სებასტიანზე ეპატიჟებიან. ქალაქის სანაპირო, რომელსაც უნიკალური, მრუდე ყურე ორ ნაწილად ყოფს, არაჩვეულებრივია, როგორც სერფერებისთვის, ისე გარუჯვის მოყვარულთათვის. ქალაქში არის არქიტექტურული ღირშესანიშნაობები, სკვერები, ბაღები და მაღალი დონის რესტორნებიც.რეიტინგში ნიცაც - საფრანგეთის ერთ-ერთი უმთავრესი კურორტიც შევიდა. ამ ქალაქში არის სანაპიროები, რომელიც ნებისმიერი ტურისტის გემოვნებას დააკმაყოფილებს.არის საჯარო და კერძო სანაპიროები. გარდა ამისა, ქალაქი ცნობილია მისი არქიტექტურითა და ღირსშესანიშნაობებით.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები