Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/IMG_2277.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/IMG_2277.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/IMG_2277.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/IMG_2277.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
დავით ნარმანია - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 8 მილიონამდე ლარს მიიღებს პროექტების განსახორციელებლად
დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და რეგიონული განვითარების პროგრამით  რაიონში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრას,მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს სამსახურის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება ,,ზუგდიდელი" და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხის ნაწილს ინფრასტრუქტურის სამინისტრო იხდის, ნაწილს კი გამგეობა. რეგიონალური განვითარების სამინისტროში სულ 105 პროექტი შევიდა.  ამ ეტაპზე კი 65 პროექტია დაფინანსებული, რომლის განხორციელება უკვე დაწყებულია. პროექტის ფარგლებში ძირითადი პრიორიტეტებად განისაზღვა, წყალმომარაგება, გზების მოპირკეთება, საფეხვმავლო ხიდები და მოსაცდელები. მინისტრ დავით ნარმანიას განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 8 მილიონი ლარი, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მილიონ ლარამდე მიიღო. ეს იმ მოცულობის თანხაა რაც აუცილებლად უნდა დაეტყოს მუნიციპალიტეტს.- აღნიშნა მედიასთან საუბარში ნარმანიამ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუას განმარტებით ძალიან მნიშვნელოვანია შესრულებულ საქმიანობაზე მონიტორინგის გაწევა, რათა არ განმეორდეს  უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შემთხვევები.  როგორც ჭკადუა აღნიშნავს შეხვედრის ბოლოს მინისტრთან ამ საკითხზე საუბარი აუცილებლად ექნებათ. ასევე ჭკადუა დასძენს რომ - „სოფლის კრებები, რომელიც ტარდებოდა უკეთესია რომ უფრო ორგანიზებულად ტარდებოდეს და მეტად იყოს გამოკვეთილი პრობლემები და ეს არ იყოს გამგეობიდან წამოსული ინიციატივა და ამავდროულად, მუნიციპალიტეტმა დროულად განახორციელოს ამ პრობლემების მოგვარება,“ – აღნიშნა ჭკადუამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.