Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/kapiton-jorjoliani.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/kapiton-jorjoliani.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/kapiton-jorjoliani.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/kapiton-jorjoliani.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მესტიის გამგებელს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანს  შეისწავლოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომლები, სოფიო კვარაცხელიამ და მაია სორდიამ მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით, განცხადებებით მიმართეს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიჩნია, რომ მესტიის გამგეობამ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაარღვია.“- ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო „ათნინათს“ განუცხადა, რომ ის სახალხო დამცველის რეკომენდაციას არ გაცნობია, თუმცა აქვე  აღნიშნავს, რომ გათავსიფლებულების საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული. „ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივრე სააპელაციო სასამართლოში. დაველოდოთ სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილებას, იქ გაირკვევა ყველაფერი“, - აცხადებს კაპიტონ ჟორჟოლიანი. ცნობისთვის, 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სოფიო კვარაცხელია და მაია სორდია გათავისუფლდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურიდან. აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად დაედო 2013 წლის 3 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1 ბრძანება „მესტიის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის (ლიკვიდაციის) და თანამშრომელთა საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ“ და 2013 წლის 11 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N2 განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“. სორდიას და კვარაცხელიას საქმის განხილვის დროს, რომელიც  ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმარა, გაირკვა რომ მესტიის მუნიციპალიტეტში საშტატო ერთეული არ შემცირებულა. აქედან გამომდინარე მესტიის გამგებლის ცნობა გათავისუფლების შესახებ ბათილად ცნო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.