Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/sazgvari-copy.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/sazgvari-copy.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/sazgvari-copy.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/sazgvari-copy.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
გიორგი ჯიღაური - აფხაზეთში ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში მავთულხლართების ნაცვლად ტერიტორიის შეღობვა მიწათხრილებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა , გიორგი ჯიღაურმა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელმაც ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. მისივე განმარტებით, მიწათხრილების სიღრმე 170 – 180 სმ, სიგანე კი 3-5 მეტრია. "ოკუპაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწათხრილები შემდეგ სოფლებს შორის ფიქსირდება: ოტობაია-განმუხური-ორსანტიას მონაკვეთი, ნაბაკევი-ხურჩას მონაკვეთი, თაგილონი-შამგონას მონაკვეთი და თაგილონი-ჭუბურხინჯის მონაკვეთი. დღევანდელი მონაცემებით, მიწათხრილების საერთო სიგრძე 3 კილომეტრია, ოკოპაციის საერთო სიგრძე კი 85 კილომეტრამდე", - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც კომისიის სხდომაზე ფოტომასალაც წარმოადგინა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტექნიკით მუშაობენ რუსი სამხედროები. ამასთან, გიორგი ჯიღაურის თქმით, მავთულხლართების გაბმის პროცესის დაწყების დღიდან ეს საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ფორმატში მუდმივად დგას. "რა თქმა უნდა, ჩვენმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული პროცესი და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ შეჩერება. ასევე, აღნიშნული საკითხი განხილულია ჟენევის დისკუსიების 23-24 რაუნდებზე. გარდა ამისა, ივნისში ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებსაც არსებული მდგომარეობა გავაცანით", - აღნიშნა მან.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.