Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/43.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
პროექტ "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისთვის" ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
პროექტ "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმართველობისთვის" ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების -კახათისა და ახალკახათის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. ასევე მოკვლეულ იქნა კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რაც გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. [gallery link="file" columns="4"]               სოფელ კახათში გასაწმენდია სანიაღვრე არხები. სარეაბილიტაციაო სოფელში არსებული ორივე საბავშვო ბაღი. მოსახლეობის განცხადებით საჭიროა სოფელში მდგარი სხვადასხვა ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის აღწერა, ფიზიკური მდგომარეობის შეფასება და მათი პრივატიზება. მოსახლეობა ასევე მოითხოვს სოფლის ცენტრში საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობას. სოფელ ახალკახათშიც საბავშვო ბაღი საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას, ფართის უქონლობის გამო მხოლოდ 25 ბავშის მიღებაა შესაძლებელი, მაშინ როდესაც სოფელში სკოლმადელი ასაკის 40-ზე მეტი ბავშვი ცხოვრობს. სოფელში მოსაწყობია სანიაღვრე არხი 1,5 კილომეტრიან მონაკვეთზე. საკოდუოს უბანში დაზიანებულია ელექტროსადენები, ასევე შესაცვლელია რვა ელექტრო-ბოძი. შეხვედრები ტარდება ასოციაცია "ათინათის", "სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოალიციური პროექტის "საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის" ფარგლებში. პროექტი "ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.