Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dadianebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dadianebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dadianebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/dadianebi.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
დღეს ეკლესია ქართველი წმინდანის, ცოტნე დადიანის ხსენების დღეს აღნიშნავს
დღეს, 12 აგვისტოს, "ცოტნეობის" დღესასწაულთან დაკავშირებით ზუგდიდში სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. 11:00 სთ-ზე, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში  ცოტნე დადიანის სახელზე პარაკლისი აღევლინა. 12:00 სთ-ზე ტაძრიდან ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის გასწვრივ  საზეიმო მსვლელობა გაიმართება. 13:30 სთ-ზე, გრიგოლ აბაშიძის რომანის "ცოტნე ანუ ქართველთა ამაღლება და დაცემა" საჯარო კითხვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მოეწყობა. ფოტოგამოფენა "ზუგდიდელებნი", ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენას ზუგდიდის არტ-გალერეა 14:30 სთ-ზე უმასპინზლებს. "ცოტნეობის" დღესასწაული  18:00 სთ: დასკვნითი ღონისძიებით დასრულდება- კონცერტი შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება. მასში მონაწილეობას ტარიელ ხარხელაური, გუჯა ბურდული, გელა დაიაური, თამუნა ალადაშვილი, ანი მალაზონია, ომარ ქუცნაშვილი, გიორგი ფარეშიშვილი, ერეკლე საღლიანი და სხვა საპატიო სტუმრები  ადგილობრივ ანსამბლებთან "ოდოია", "ჩელა", "ცისკართან" ერთად მიიღებენ. ცოტნე დადიანი, 1260 წელს დაიბადა და XIII საუკუნის I ნახევარში საქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. უმეფობის ხანაში მონღოლებმა რაჭის ერისთავთან ერთად დასავლეთ საქართველოს გამგებლად დანიშნეს. 1245 წელს მონაწილეობდა კოხტათავის შეთქმულებაში, რომლის მიზანი იყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. მონღოლებმა შეთქმულების მონაწილენი დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. გამოტეხის მიზნით, ისინი მცხუნვარე მზეზე დასხეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში). ჟამთააღმწერლის ცნობით, როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლეების ხვედრი - ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმინდანად შერაცხა. ამასთანავე, აღინიშნება ცოტნე დადიანის ხსენების დღე - 30 ივლისი (ძვ. სტ.). იგი მშობლებთან ერთად გამოსახულია ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზე.      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.