Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/regioniii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/regioniii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/regioniii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/regioniii.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია მიღებულია
სამეგრელო-ზემო სვანეთის 2014-2021 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგია ზუგდიდში გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობაში განიხილეს. სტრაგეგიაზე გუბერნატორის ადმინისტრაციასთან შექმილი სამუშაო ჯგუფი ექსპერტებთან და სამინისტროს  წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. რეგიონის განვითარების ხედვის ჩამოყალიბებისას რამდენიმე საკითხი იქნა გამოყოფილი. ესენია: კარგად განვითარებული ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა, მზარდი სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის სექტორი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მაქსიმალურად გამოყენება, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის  მატერიალური აქტივებისა და ბუნებრივი რესურსების სწორი მართვა, სამრეწველო პოტენციალის  სტიმულირება. სოფლის მეურნეობის და ექსპორტზე ორიენტირებული  მეწარმეობის განვითარება,  კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემა, ტურისტული ინდუსტრიის მრავალმხრივი განვითარება და სხვა. შეხვედრაზე დამსწერე საზოგადეობის მიერ სატატეგიის გეგმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მოსაზრებები იქნა გამოთქმული. ასოციაცია „ათინათის“ გამგეობის თავმჯომარის გია ხასიას მიერ,  რეგიონული განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს,  „ათინათისა“ და თვითმმართველობაზე მომუშავე ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარედგინა. რეკომენდაცია რამდენიმე საკითხს მოიცავდა, შ.შ.მ. პირებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა,  კომუნალური დასუფთავების მოსაკრებლის დაწესება, ნარკომანიისა და პროსტიტუციის პრობლემაზე მუშაობა, მათი პრევენციის გზების დასახვა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთათვის თავშესაფრისა და დღის ცენტის მოწყობა, ასევე მათთვის გადასამზადებელი კურსების ორგანიზება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა და  რელიგიური ტურიზმის განვითარება საპატრიარქოსთან თანამშრომლობით. დისკუსიისა და განხილვის შემდეგ, გაწეული რეკომენდაციების  გათვალისწინებით რეგიონული განვითარების გეგმა მიღებულ იქნა. რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის გელა სვირავას განცხადებით შემუშავებულ გეგმაში გაწერილი მიზნების განხორციელებით რეგიონი გახდება სწრაფად მზარდი რეგიონი საქართველოში მზარდი ეკონომიკითა და სოციალური სფეროთი. რეგიონული განვითარების პროგრამის მეორე ეტაპი სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ქმედებები, რომელზეც გუბერნატორის ადმინისტრაცია და საბჭო ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად იმუშავებენ. დღევანდელ შეხვედრაზე მიღებული სტრატეგია დასამტკიცებლად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეგზავნება.      
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.