Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/img.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
ქართველი მეფეების ნეშტს ასტრახანიდან სავარაუდოდ შემოდგომაზე გადმოასვენებენ
ასტრახანიდან ქართველი მეფეების, ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ II-ის ნეშტების გადმოსვენების საკითხი სავარაუდოდ სექტემბრის შემდეგ გადაწყდება. პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ, თეოდორე ჭუაძის ცნობით სექტემბერში ასტრახანში კონფერენციაა დაგეგმილი, რომლის მიზანია, იქაურმა საზოგადოებამ გაიგოს ქართველ მეფეთა: ნეშტების საქართველოში გადასვენების მიზეზების შესახებ. "ქართველ მეფეთა ნეშტების გადმოსვენების შესახებ ასტრახანში სექტემბერში კონფერენცია გაიმართება. ამის შემდეგ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რათა საზოგადოება იყოს გაცნობილი რატომ ხდება ეს ფაქტი, მეფეთა რა ანდერძები არსებობს, რომ მათ ჰქონდათ დატოვებული ანდერძები საქართველოში გადასვენების შესახებ", _ დასძინა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა. ქართველი მეფეების: ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის ნეშტების ასტრახანიდად გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გასული წლის ნოემბერში მიმართა. რუსეთის პატრიარქის მიერ შექმნილი კომისის პირველი სხდომა 13 დეკემბერს გაიმართა. რუსულმა მხარემ ისტორიული და არქეოლოგიური მასალის შესასწავლად დრო ითხოვა. ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში კი უკვე გამზადებულია ქვის სარკოფაგები, სადაც რუსეთიდან გადმოსვენებული ქართველი მეფეების ნეშტებს ჩაასვენებენ. ვახტანგ მეექვსე 1737 წელს 26 მარტს ასტრახანში გარდაიცვალა და მიძინების ტაძარში დაკრძალეს. თეიმურაზ მეორე პეტერბურგში 1762 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა. მეფე–პოეტის ნეშთი 1762 წლის 4 ივნისს ასტრახანში გადაასვენეს და ისიც მიძინების ტაძარში, მისი სიმამრის, ვახტანგ მეექვსის გვერდით დაკრძალეს.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.