Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/SAM_2989.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/SAM_2989.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/SAM_2989.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/SAM_2989.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ე.წ მეფრინველეობის დასახლების მაცხოვრებლები ადგილობრივი მთავრობისგან ყურადღებას ითხოვენ (video)
სოფელ ჭითაწყარში, მშვიდობის ქუჩაზე, ე.წ. მეფრინველეობის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსების ავარიულობაზე, წყალმომარაგების სისტემის და კანალიზაციისა მოუწესრიგებლობის პრობლემაზე საუბრობს. მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლები რადიო „ათინათთან“ საუბარში აცხადებენ, რომ გაუსაძლის ანტისანიტარულ მდგომარეობაში უხდებათ ცხოვრება. ისინი კორპუსების ახლოს მდებარე ე.წ ყოფილი „კლუბის“ შენობის აღებას ითხოვენ, რომელიც მათივე განმარტებით ავარიულია და ანტისანიტარიის ბუდედ არის ქცეული. ადგილობრივების თქმით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, გამგეობაში პასუხობენ, რომ „ ე.წ. კლუბის შენობა კერძო საკუთრებაშია, ამიტომ გამგეობის სამსახურს მისი აღების უფლება არ აქვს.“ მოსახლეობა ასევე საკანალიზაციო სისიტემის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ისინი აღნიშნავენ, რომ გამგეობის მიერ ერთი წლის წინ დაწყებული მილების შეცვლის პროცესი დასრულებული არ არის, რის გამოც კორპუსების სარდაფებში წყალი გროვდება და სხვადასხვა პრობლემებს ქმნის, წყალი კორპუსების სარდაფში ახლაც დგას, თანაც საკმოდ დიდი ოდენობით. ადგილობრივები აცხადებენ, რომ უკანასკნელად წყალი ერთი წლის წინ ამოიტუმბა. რადიო „ათინათმა“ მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებელთა პრობლემების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი თოდუას მიმართა . გიორგი თოდუამ ჩვენთან საუბარში განმარტა,  რომ „კლუბის“ შენობა მუნიციპალურ საკუთრებაში არ არის, ამიტომ მისი აღების და დასუფთავების უფლება ამ ეტაპზე გამგეობას არ აქვს. რაც შეეხება საკანალიზაციო მილებს თოდუა აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით მილების გამოცვლის პროცესი დასრულებულია, რის შემდეგაც ადგილობრივ მოსახლეობას უნდა შეექმნა „ამხანაგობა“ და ჩაებარებინა პროექტი. გიორგი თოდუა აცხადებს, რომ ადგილზე ამხანაგობა ჯერაც არ შექმნილა. რაც შეეხება სარდაფებიდან  წყლის ამოტუმბვის საკითხს,  გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, რომ ამ საკითხზე მათ მიერ დაქირავებული ექსპერტები იმუშავებენ და პრობლემას ძირფესვიანად შეისწავლიან, რადგან წყლის ერთჯერადად ამოტუმბვა პრობლემას ვერ გადაწყვეტს. მისივე განცხდებით ადგილზე უახლოეს მომავალში ორი სტადიონი აშენდება. მოსახლეობის პრობლემაზე რადიო „ათიათი“ ჭითაწყარის რწმუნებულს ნიაზ ქვარაიასაც ესაუბრა, მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კანალიზაციის პრობლემა ადგილზე მართლაც არსებობს და პრობლემის გადასაწყვეტად მუშაობა მიმდინარეობს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.