Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/Untitled5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/Untitled5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/Untitled5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/Untitled5.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მესტიის გამგეობიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებსა და გამგეობას შორის მორიგება შედგა
მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, გათავისუფლებულები, მაია სორდია და სოფიო კვარაცხელია სამსახურში ბრუნდებიან. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მაია სორდიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, მესტიის გამგეობასა და გათავისუფლებულებს შორის მორიგება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გუშინ, 16 აგვისტოს შედგა. „მესტიის გამგეობის წარმომადგენელმა შემოგვთავაზა მორიგება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ ერთ კვირაში უნდა დავიწყოთ მუშაობა. თუმცა სხვა თანამდებობაზე და ნახევარ განაკვეთზე“, - აცხადებს მაია სორდია. გათავისუფლებულებსა და უწყებას შორის მორიგების შესახებ ინფიორმაციას მესტიის გამგეობაშიც ადასტურებენ. „დიახ, მორიგება შედგა და უახლოეს მომავალში გაიგებთ ყველაფერს,“ - განუცხადა რადიო „ათინათს“ მესტიის გამგეობის იურიდული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან ხაჭვანმა. ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ყოფილი უფროსი მაია სორდია და შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტი სოფიო კვარაცხელია დაკავებული თანამდებობიდან, მესტიის ახალი გამგებლის კაპიტონ ჯორჟოლიანის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, თანამშრომლების გათავისუფლება რეორგანიზაციის საფუძველზე მოხდა. თუმცა გათავისუფლებულები აცხადებდნენ, რომ ისინი საჯარო უწყებიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამათლომ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლებულების შესახებ ბრძანება ბათილად ცნო. გათავისუფლებულების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მესტიის გამგეობამ გაასაჩივრა. ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, კაპიტონ ჟორჟოლიანს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა, რათა შეესწავლა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი. ომბუდსმენი ჟორჯოლიანისგან კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში ასევე, ნათქვამი იყო, რომ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაირღვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.