რუბრიკები
კოალიციამ"არჩევანის თავისუფლებისთვის" რეგიონებში შეხვედრები დაიწყო
კოალიციამ „არჩევანის თავისუფლებისათვის“ დღეს ზუგდიდში შეხვედრა გამართა. შეხვდერა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მას არსამთავრობო, მედია ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი საზოგადოებისთვის კამპანიის „ეს შენ გეხება“ -თაობაზე ინფორმაციის მიწოდება იყო. კამპანიის წევრებმა წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.დამსწრე საზოგადოებამ მათ რეგიონში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კოლიციას განუცხადეს, რომ რეგიონში არსებული ძირითადი პრობლემა საარჩევნო კულტურისა და ინფორმაციის არ ქონაა. სამთავრობო უწყებების მიერ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე მედიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. შეხვდრაზე ყურადღება კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ ქართულ მაუწყებლობაში „MUST CARRY“-ის პრინციპის შემოღების მიზნით 30 ათასი ხელმოწერის შეგროვების დაწყებაზე გამახვილდა. „ეს შენ გეხებას“ მიერ პარლამეტში განსახილველად შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამნტმა არ განიხილა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რადიო „ათინათთან“ კომენტარი კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრმა მაგდა პოპიაშვილმა გააკეთა: „ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, იმისთვის, რომ ეს საკითხი სახელმწიფო ინიციატივის სახით შებრუნდეს პარლამენტში და მოხდეს მისი განხილვა. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესოა ყველა ის საკითხი რაც წინასაარჩევნო გარემოს უკავშირდება.“ შეხვედრა დადებითად შეაფასა ასოციაცია „იმედის“ წარმომადგენელმა ქრისტინე კილანავამ. მისი თქმით კამპანიის საქმიანობა არის ეფექტურად დაგეგმილი, რადგან ძალიან აქტუალურია წინასაარჩევნოდ მსგავს საკითხებზე მსჯელობა და დაინტერესებას საზოგადოების ყველა ფენა გამოხატავს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.