Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/frghj.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/frghj.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/frghj.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/frghj.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
სამეგრელო -ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
9 სულიანი ოჯახი, რომლებსაც ბინიდან გამოსახლება ემუქრებათ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აფხაზეთიდან დევნილი მაკა გვარამიას თქმით, მათ ქუჯის ქუჩაზე ერთ ოახიანი ბინა 20 წლის წინ შეიძინეს. წელიწადნახევრის წინ კი ძველმა მეპატრონემ თაღლითური გზით, ვინმე როლანდ შონიას დახმარებით ბინა ისევ თავის სახელზე გადაიფორმა. დაზარალებულების განმარტებით, ბინის შიდა აზომვითი ნახაზი, რომელიც ძველმა მეპატრონემ საჯარო რეესტრში წარადგინა, გაყალბებული იყო, რადგან მათივე განცხადებით აზომვითი ნახაზი, მათ მეზობლად მდებარე, სხვა ბინას გაუკეთდა. დაზარალებულების განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე სისიხლის სამართლის საქმე ო აღძრული, თუმცა ძიება მოულოდნელად შეწყდა. გვარამიების ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ აღნიშნულ საქმეში სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი პროკურორი ვალერიანე იოსავაა გარეული, რადგან ოლქის პროკური და საქმეში გარეული შონია ახლობლები არიან. „რატომ და სად უნდა წავიდეთ? ვის გამო უნდა წავიდეთ, იოსავასი და შონიას გამო? იოსავამ გამოაგზავნა ბინის დაცლაზე განცხადება, რომელიც ერთი თვეა დადგინდა. გუშინ უბნის რწმუნებული მოვიდა და მეუბნება, რომ ბინა ხვალ 11 საათზე უნდა დავცალო. ოთხი მცირე წლოვანი ბავშვი გვყავს, სად უნდა წავიდეთ?!“, - აცხადებს მაკა გვარამია. დაზარალებული მზია გვარამია და მისი უფლებების დამცველი ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა, ზუგდიდის პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დღესვე შეხვდნენ, როლისგანაც გარკვეული დაპირებები მიიღეს. „დაგვპირდნენ, რომ ბინიდან გამოსახლება შეჩერებული იქნება. ასევე გვითხრეს, რომ სასამართლოსთვის სამოქალაო წესით მიგვემართა. ასევე, დაგვპირდნენ, რომ ორშაბათს საქმის მასალებს გადმოგვცემენ. ამის შემდეგ ჩვენ რესპუბლიკის მთავარ პროკურორს განცხადებით მივმართავთ“, აცხადებს თანდილა ჯოლოგუა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ზემოაღნიშნულ საქმეზე კომენტარს არ აკეთებენ. დაზარალებული გვარამიების ოჯახის წევრები საოლქო პროკურატურასთან ამ დრომდე რჩებიან. პროკურატურასთან საპროტესტო აქციის დაწყებამდე ადვოკატმა თანდილა ჯოლოგუამ აღრნიშნულ საკითხზე პრესკომფერენციაც გამართა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.