Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/фотография.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/фотография.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/фотография.jpg" not exists.
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/фотография.jpg" not exists.
რუბრიკები
ზუგდიდში ფისკალური დეცენტრალიზაციის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოში ფისკალური დეცენტრალიზაციის  შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს, 24 აგვისტოს  ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ მიერ 2013 წლის მაის-ივნისში განხორციელებული კვლევის მიზანი ფინანსური დეცენტრალიზაციის ხარისხის შფასება იყო. პროცესში გაანალიზდა, როგორც ეროვნული მასშტაბით მონაცემები, ასევე მოიცვა სამიზნე მუნიციპალიტეტები: დმანისი, მარტვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და ქუთაისი. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ საკმარისი, საკუთარი ფინანსური რესურსები, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში ჯამურად, ერთ სულ მოსახლეზე  საბიუჯეტო შემოსულობების გადანაწილება ხუთჯერ ნაკლებია ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტის ანალოგიური მაჩვენებელი, ასევე კლებითი ხასიათისაა საბიუჯეტო შემოსულობები (2009-2013წწ)-ში. კვლევის პერიოდში გაანალიზებული იქნა ევროპის ქვეყნების  (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა) საბიუჯეტო მოწყობა. კვლევამ გვიჩვენა, რომ არსებული საფინანსო სისტემის პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის ფინანსურად დამოუკიდებელი და მისი უფლებები შეზღუდულია. „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის“ ექსპერტ- ანალიტიკოს ოთარ კვიკვაძის განცხადებით „კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ მუნიციპალური დეცენტრალიზაციის ხარისხი საქართველოში ძალიან დაბალია.“ მან ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციის მიერ მომზადდა რეკომენდაციები, რომელიც  ფისკალური  დეცენტრალიზაციის სტატეგიის მომზადებას, ქონების გადასახადში არსებული შეღავათების გადახედვას,მოსაკრებლის შესახებ კანონის გადახედვას და თვითმმართველობებისთვის მეტი თავისუფლების მინიჭებას გულისხმობს. რეკომენდაციები განსახილველად პარლამენტს წარედგინება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.