Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/DSC00157.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/DSC00157.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/DSC00157.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/DSC00157.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
შეხვედრები სოფელ შამგონასა და ახალაბასთუმანის მოსახლეობასთან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, შამგონასა და ახალაბასთუმანში, პროექტ  “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში  მორიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე, მიმოხილული იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმმართველობაში დაგეგმილი რეფორმის ძირითადი საკითხები. სოფელ შამგონის მოსახლეობის განმარტებით, სოფელს ძირთადად, საბავშვო ბაღის, სანიაღვრე სისტემისა და ტრანსპორტის პრობლემა აქვთ, მოსახლეობის განმარტებით, 500 კომლიან სოფელს მხოლოდ ორი მიკროავტობუსი ემსახურება. საბავშვო ბაღში კი, ფართის სიმცირის გამო, მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებს. შეხვედრაზე შამგონის მოსახლეობამ, ასევე სურვილი გამოთქვა, რომ სასოფლო-სამეორნეო დანიშნულბის მიწას ანალიზი გაუკეთთდეს. მათი განმარტებით, მათთივის უცნობია თუ რა სახის სასუქები სჭირდება თხილის, რომელიც  სოფლის ერთ-ერთ ძირითად შემოსავალია. სოფელ ახალაბასთუმანის მოსახლეობის განმარტებით, მათი ძირითადი პრობლემა მოწესრიგებელი გზები და სანიაღვრე სისტემებია. მათივე თქმით, ასევე კაპიტალურ რემონტს საჭიროებს სკოლა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება. სოფლის რწმუნებულის განცხადებით, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 10 ათასი ლარია საჭირო. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი თოდუამ, რომელიც შეხვედრებს პროექტის ფარგლებში ესწრებოდა, სოფლის მოსახლეობის პრობლემები ადგილზე მოისმინა. ასევე, კონკრეტულ თემში არსებული პრობლემები, რომელიც მსგავსი შეხვედრებიდან იქნება მოკვლეული, გათვალისწინებულ იქნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და სხვა უწყებებისათვის შესათავაზებელ რეკომენდაციებში. შეხვედრები ტარდება ასოციაცია „ათინათის“, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ზუგდიდის ოფისის და “სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის” კოალიციური პროექტის “საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვის” ფარგლებში. პროექტი “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.