ინგრედიენტები:
ტკბილი წიწაკა, წითელი 2
ნიგოზი, გატარებული 200 გ
აჯიკა 1/2 ჩ.კ
ქინძი 1 კონა
წყალი 60 მლ
მარილი
ბროწეულის მარცვლები
ზეთი 2 ს.კ
წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და სიგრძეზე 4-5 ნაჭრად დავჭრათ. დავასხათ მდურარე წყალი და გავაჩეროთ 2 წუთი. შემდეგ გადავწუროთ და გავაშროთ ხელსახოცით.
ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, ორივე მხრიდან შევწვათ წიწაკის ნაჭრები. დავალაგოთ ხელსახოცზე, ზედმეტი ცხიმისგან დასაწდობად. გაცივების შემდეგ კანი გავაცალოთ.
მოვამზადოთ გულსართი: შევურიოთ ერთმანეთს ნიგოზი, აჯიკა, დაჭრილი ქინძი, წყალი და ავურიოთ. თუ საჭიროა, დავამატოთ მარილიც.
დავადოთ გული წიწაკის ნაჭრებს და გადავახვიოთ.მოვრთოთ ბროწეულით და ქინძის ფოთლებით.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები