Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/ugzo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/ugzo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/ugzo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/ugzo.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა (ვიდეო)
დღეს, 30 აგვისტოს  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.  ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონის“ ორგანიზატორობითა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცისა და ფონდ "მოლოდინის“ თანაორგანიზებით დღევანდელი დღის აღსანიშნავად ზუგდიდში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოში საომარი მოქმედებების დროს უგზო–უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფა და მათი ოჯახების მხარდაჭერა იყო. შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას იმ შედეგების შესახებ, რაც ადამიანის გაუჩინარებას  ოჯახებისთვის მოაქვს. 1991–1992 წლების ქართულ–ოსური, 1992–1993 წლების ქართულ–აფხაზური და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოში 2000 მეტი ადამიანი ითვლება უგზო–უკვლოდ დაკარგულად მათდამი მიძღვნილი ღონისძიებები დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად 15:00 საათზე გიმართა.  ღონისძიებების დასასრულს, 17:00 საათზე კი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს. ასოციაცია „ქსენონის“ წარმომადგენლის ნინო ჯანაშიას განცხადებით დღევანდელი ღონისძიება არის იმის გამოხატულება რომ ხალხს ახსოვს ომში დაკარგული ადამიანები, დღემდე ელოდება მათ და  უთანაგრძნობს მათ ოჯახებს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ქარდავა აღნიშნავს, რომ  ღონისძიების მიზანი ამ ადამიანების ოჯახების  მიმართ თანაგრძნობის გამოხატვაა: „მე მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ადამინებს ეყოფათ მხნეობა, გაუმკლვადნენ იმ რეალობას, რომელსაც მათთვის ქმნის ის ფაქტი, რომ მათი საყვარელი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული“. - აღნიშნა მაია ქარდავამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.