Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/sd_988.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/sd_988.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/sd_988.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/08/sd_988.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
ზუგდიდში შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის შედეგები შეაფასეს
შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის შედეგები შეაჯამეს დღეს, 30 აგვისტოს დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ფერმერებმა, ეკონომისტებმა, ბანკებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაცემული კრედიტების 7 თვის ანგარიში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, ირაკლი მოისწრაფიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მოკლედ გააცნო. მოისწრაფიშვილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით, პროგრამის ფარგლებში 5 ათას ბენეფიციარზე, ჯამში 85 მილიონი ლარი გაიცა. აქედან, სამეგრელოს რეგიონში, აგროკრედიტის მეორე კომპონენტის ფარგლებში, რომელიც 5 ათასიდან 100 ათასი ლარამდე მოიცავს, 77 ბენეფიციალზე 1 მილიონ 76 თასი ლარი გაიცა. რაც შეეხება აგროკრედიტის მესამე კომპონეტს, რომელიც 1 მილიონ ლარამდე სესხს ითვალისწინეს, ჯამში, 8 ბენეფიციარზე 1 მილიონ 309 ათასი ლარი გაიცა. შეხვედრის მონაწილეების ნაწილმა ბანკების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა. როგორც თავად განმარტავენ, ბანკები სესხის გარანტად ბინებს ითხოვენ, რაც, მათივე თქმით, საშუალო დონის და დამწყები ფერმერისთვის პრობლემას წარმოადგენს. „მცირე და საშუალო დონის მეწარმეებს და ფერმერებს ბინა, რომ ჰქონდეთ მერწმუნეთ, თვითონ გაყიდიან და გააკეთებენ საქმეს. არავისი შესახვეწი არ ექნება. სასაცილოა, ხალხს ბინებს სთხოვენ, როდესაც ნახევარი საქართველო ქუჩაშია,“ - განაცხადა შეხვედრაზე მერაბ დანელიამ. პროკრედიტ ბანკის წარმომადგნელმა შეხვედრის მონაწილე ფერმერებს, ის კონკრეტული მიზეზები გააცნო, რის გამოც ბანკები სესხებს ვერ გასცემენ. „თუ მე მეეჭვება, რომ მსესხებელს ფული რეალურად უნდოდეს სახლის რემონტისთვის და არა ვთქვათ ძროხის ყიდვისთვის, და მაინც გავცემ კრედიტს მე მტყუანი ვიქნები სახელმწიფოს წინაშე. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მოდის ერთი ადამიანი და სესხი სინამდვილეში სულ სხვა პიროვნებას უნდა,“ - აღნიშნა შეხვედრაზე პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, პროკრედიტ ბანკმა საქართველოს მასშტაბით შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში 9 მილიონ ლარამდე გასცა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, პროექტის მენეჯერმა, ირაკლი მოისწრაფიშვილმა „რადიო „ათინათს“ განუცხადა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბანკებს, ფერმერებისგან სესხის გარანტად ბინების მოთხოვნას ვერ აუკრძალავს. „თუმცა ჩვენ ბანკებს ვუქმნით პირობებს, რომ ბინები არ მოითხოვონ. ბანკებს ვთავაზობთ ალტერნატივას, თუ ისინი მხოლოდ მიწას ჩადებენ, ჩვენ ვიძლევით გარანტიას, რომ საბაზრო ფასად გამოვისყიდით მიწას,“ - აცხადებს ირაკლი მოისწრაფიშვილი. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით შედგა. ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა მინჯორაიას განმარტებით, შეხვედრის მიზანია, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ეფექტურად განხორციელებას ხელი შეუწყონ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.