ნორვეგიის სავაჭრო პროფიციტი 2012 წლის მაისში 35,5 მლრდ ნორვეგიულ კრონამდე (დაახლოებით 6 მლრდ დოლარი) გაიზარდა, რაც 2011 წლის მაჩვენებელზე თითქმის 45 %-ით მაღალია. ამის შესახებ ნორვეგიის სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მასალებშია ნათქვამი.
სავაჭრო პროფიციტის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, მაისის დასაწყისში აუქციონის სახლ Sotheby's-ზე ედვარდ მუნკის ნახატის "კივილის" გაყიდვა გახდა.
"კივილი" ინკოგნიტო მყიდველმა რეკორდულ ფასად 119,9 მლნ დოლარად შეიძინა. ეს მაქსიმალური ფასია, რაც ოდესმე აუქციონზე ვაჭრობის დროს ხელოვნების ნიმუშში გადაუხდიათ.უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები