რუბრიკები
"ბეემვეს" პლაგ-ინ კუპე i8 100 000 ევროზე ძვირი ეღირება
ამ ავტომობილის ბაზარზე გამოსვლამდე ჯერ კიდევ ორი წელი რჩება, მაგრამ ის მაინც აქტუალურია. მითუმეტეს ახლა, როცა ბავარიულმა კომპანიამ ლონდონში, პარკ ლეინზე, თავის ქვე-ბრენდ i-ს პირველი მაღაზია გახსნა. გახსნის ცერემონიაზე, "ბეემვემ" გამოაცხადა, რომ პლაგ-ინ ჰიბრიდული კუპე 100 000 ევროზე მეტი ეღირება. ეს ინფორმაცია, "ბეემვეს" ჯგუფის გაყიდვების შეფმა და ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა გამოაცხადა. მანვე დასძინა, რომ ეს ფასი ევროპული ბაზრისთვისაა, სადაც ჰიბრიდული კუპე პირველად გამოჩნდება. სხვა ბაზრებისთვის ფასი კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. i8-ს კონცეპტუალურ ვერსიაზე, ბენზინის 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოძრავი ბაზაშია მოთავსებული. ის 217 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრს გამოიმუავებს და უკანა ბორბლებს ამოძრავებს. ელექტროძრავის სიმძლავრე 129 ცხენის ძალაა და ის წინა ბორბლებთანაა დაკავშირებული. "ბეემვეს" ინფორმაციით, ჰიბრიდული კუპე ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 5 წამში ასწრებს, 100 კილომეტრზე კი საშუალოდ 3.0 ლიტრ ბენზინს მოიხმარს. რა თქმა უნდა, ამ დროს ის ელექტროძრავითაც გადაადგილდება. რობერტსონსსუბკომპაქტურ ელექტრომობილ i3-ის ფასი არ გამოუცხადებია, თუმცა ის მაინც თქვა, რომ ამ ავტომობილს "ძალიან კონკურენტული ფასი ექნება იმ პროდუქტისთვის, რომელსაც შეიძენთ".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.