
სტივ ჯობსის კორპორაციის შექმნილი პირველი პერსონალური კომპიუტერი Apple-1-ი 370 000 დოლარად გაიყიდა.
უნიკალური კომპიუტერი Sotheby's-ის აუქციონზე კერძო კოლექციონერმა შეიძინა. Apple-1-ი ერთ-ერთი იმ 50 კომპიუტერთაგანია, რომელიც დღემდე შემორჩა. აუქციონის სახლის ინფორმაციით, კომპიუტერი კვლავ მუშა მდგომარეობაშია.
Apple-1-ის გარდა, აუქციონზე Apple-ის დამფუძნებლის, სტივ ჯობსის ჩანაწერები გამოიტანეს, რომელიც მან კომპანია Atari-ში მუშაობის დროს გააკეთა. ბიზნესმენის ხელნაწერები აუქციონზე 27 500 დოლარად გაიყიდა, მათი თავდაპირველი ღირებულება 15 000 დოლარი იყო.
Apple-1-ი პირველი პერსონალური კომპიუტერია. 1976 წლიდან 1977 წლამდე მანქანის სულ 200 ეგზემპლარი ააწყვეს.
კომპიუტერი, რომელიც ჯობსის პარტნიორმა სტივ ვოზნიაკმა შექმნა, 1 მგჰ-იანი სიხშირის პროცესორით და 4 კბ-იანი ოპერატიული მეხსიერებით იყო აღჭურვილი. Apple-1-ის თავდაპირველი ღირებულება 666,66 დოლარი იყო.
მასალის გამოყენების პირობები