Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00007.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00007.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00007.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/DSC00007.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო
პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ხარატიშვილმა ოფიციალურად, საარჩევნო კამპანია ზუგდიდიდან დღეს, 3 სექტემბერს დაიწყო. ხარატიშვილი ამომრჩევლებს სამხატვრო გალერეაში შეხვდა და საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო. ზურაბ ხარატიშვილი ამომრჩევლებს, ედპ-ს და „ევროპული დემოკრატების“ ლიდერებმა, ბაჩუკი ქარდავამ და პაატა დავითაიამ წარუდგინეს. ხარატიშვილის განცხადებით, მისი საარჩევნო კამპანიის ზუგდიდიდან დაწყება შემთხვევითი არ არის, რადგან საქართველოს განვითარება სამეგრელოდან უნდა დაიწყოს. მისივე განმარტებით, ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენაა დამკვიდრებული, რასაც მათი პოლიტიკური სპექტრი უარყოფს. მან ასევე ამომრჩევლებს განუცხადა, რომ ისინი ცრუ და არარეალური დაპირებებისგან თავს იკავებენ. „ჩვენი აზრით სამეგრელოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, იმისა რომ გახდეს საქართველოში განვითარების ცენტრი. სამეგრელო არის ხერხემელი, რომლსაც შეუძლია საქარელოს გაერთიანება“,- აცხადებს ზურაბ ხარატივილი. ედპ-ს და „ევროპული დემოკრატების“ ლიდერები, ბაჩუკი ქარდავასა და პაატა დავითაიას განცხადებით, ხარატიშვილის მთავარი დამსახურება, იმაში მდგომარეობს რომ მან ბოლო საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩაატარა. „მან მოახერხა, რომ მთავრობის გადაბარება მომხდარიყო არაძალადობრივი გზით. მან შეძლო ყველა პარტიასთან საერთო ენის გამონახვა და აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ის როგორც პრეზიდენტი მოახერხებს ყველასთან საუბარს“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ევროპული დემოკრატების“ ლიდერმა პაატა დავითაიამ. ცნობისთვის, ედპ-ეს და „ევროპული დემოკრატების“ ლიდერებმა, ერთობლივი კონსულტაციების შედეგად, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად 30 აგვისტოს წარადგინეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.