Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/esf.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/esf.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/esf.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/esf.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
შამგონის მოსახლეობა სკოლა-ინტერნატის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის სკოლა-ინტერნატის ყოფილი თანამშრომლები და მშობლები სკოლის აღდგენას ითხოვენ. ისინი ამ მოთხოვნით დღეს სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. სკოლის ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, მათ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემა სურთ. ამ მოთხოვნით სკოლის თანამშრომლები რამდენიმე დღეში ეკონომიკის სამინისტროს წერილის გაგზავნას გეგმავენ. შამგონის სკოლა-ინტერნატი 2012 ივლისში დაიხურა და მას შემდეგ სკოლის შენობას ყოფილი თანამშრომლები იცავენ. ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორი როინ შენგელია ამბობს, რომ დაწესებულების დახურვის შემდეგ, მოსწავლეთა ნაწილი ჩხოროწყუსა და წალენჯიხის თანამედროვე ტიპის ბავშვთა სახლებში გადანაწილდა, ნაწილი კი მშობლებს დაუბრუნდა. ხოლო, რაც შეეხება სკოლის მოძრავ ქონებას, მისვე თქმით, სენაკის ბავშვთა სახლსა და ზუგდიდის გამგეობას შორის განაწილდა. „სამწუხაროდ ეკონომიკის სამინისტროსგან გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა. დაწესებულება უკვე სავალალო მდგომარეობაშია და მიხედვას საჭიროებს“, - აცხადებს ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორი როინ შენგელია. იგი აქვე განმარტავს, რომ საპატრიაროს აქვს პროექტი, რომლის თანახმად შამგონის ყოფილ ბავშვთა სახლის შენობის ბაზაზე შესაძლოა სახელოვნებო სკოლა-პანსიონი გაიხსნას. ზემოაღნიშნული საკითხით დაინტერესებული ირინა ჭითანავა ამბობს, რომ საპატრიარქომ 2012 წლის დეკემბერში, სკოლის შენობის გადმოცემის მოთხოვნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილით მიმართა, თუმცა მისვე განმარტებით პასუხი ჭიანურდება. ჭითანავა დასძენს, რომ სკოლის დაფინსების საკითხიც მოგვარებადია, რადგან ბიზნესმენებისგან და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცებისგან მხარდაჭერას ელიან. სკოლა-ინტერნატის ყოფილი პედაგოგი მარინა ჟვანია განმარტავს, რომ სკოლით 4 სოფლის მოსახლეობა სარგებლობდა და ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. მისვე განმარტებით, მათ უკვე შეაგროვეს 300-მდე ხელმოწერა, რომელიც საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტს გაუგზავნეს. ხელმოწერები სკოლის ეზოში დღესაც შეგროვდა. აფხაზეთიდან დევნილი ცისანა გერგედავა ხელისუფლებას სკოლის ბედით დაინტერესებას სთხოვს და აცხადებს, რომ მისი ოჯახისთვის შამგონის სკოლა-ინტერნატი მოხერხებული, იყო, რადგან სოფელი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებეარეობს. მისივე თქმით, მისი შვილები ახლა აბასთუმანის საჯარო სკოლაში სწავლობენ. „მე სამი შვილი მყავს და ჩვენთვის ეს სკოლა ძალიან მოხერხებული იყო. აქ ძალიან კარგი გარემო იყო ბავშვებისთვის. ჩემს შვილებს ამ სკოლის გარდა კარგი არაფერი უნახავს“, ამბობს ცისანა გერგედავა. ცნობისთვის, შამგონის ბავშვთა სახლი 1952 წელს დაარსდა. 1959-93 წლებში ფუნქციონირებდა , როგორც ზუგდიდის საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1993-96 წლებში კი როგორც ზუგდიდის ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი. 2009 წელს ჯანდაცვის სამინიტროს გადაეცა და 2012 წლამდე ზუგდიდის ბავშვთა სახლის სახელით იყო ცნობილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.