სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავას განცხადებით, ხელისუფლება ზუგდიდში დღეს, დავით ბაქრაძის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, პროვოკაციებს გეგმავს. მისივე განმარტებით, პროვოკაციებს „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარე ლაშა გოგია და „დაიცავი საქართველოს“ წევრი კახა მიქაია“ ხელმძრვანელობენ. ამის მტკიცებულებად კი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს ფარულად გადაღებული ვიდეო მასალა გადასცა, სადაც გოგიას და მიქაიას შეხვედრის კადრებია არბეჭდილი.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი სოფლებიდან გეგმავენ ხალხის გამოყვანას და პროვიკაციების მოწყობას. ისინი ხალხს მე-2 სკოლის წინ იბარებენ. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას მიიღოს სათანადო ზომები, თორემ ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას და მივირებთ ადეკვატურ ზომებს“, - განაცხადა გუნავამ ზუგდიდში დღეს, 11 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გამართულ ბრიფინგზე.
ამასთან, გუნავამ ზუგდიდელებს დავით ბაქრაძესთან შეხვედრისკენ მოუწოდა.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ლაშა გოგია, გუნავას ბრალდებებს, პროვოკაციის მოწყობასთან დაკავშირებით, უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ის კახა მიქაიას ნამდვილად შეხვდა.
„მე და კახა მიქაია ვართ მეგობრები და თუ კახა მიქაიასან შეხვედრა დანაშაული იყო არ ვიცოდი. ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ, ჩვენი პარტია მუსაობს ჩვეულ რეჟიმში“, - ამბობს ლაშა გოგია.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ზუგდიდის მთავარი გამზირი გადაკეტილია.
მასალის გამოყენების პირობები