Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/62906b13df3b.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/62906b13df3b.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/62906b13df3b.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/62906b13df3b.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 12 საჯაროს სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღურწკაიამ მიაწოდა. ღურწკაიას განცხადებით, რამდენიმე საჯარო სკოლაში გაზიფიცირების და წყალმომარაგების პროცესიც მიმდინარეობს. რაც შეეხება საშიშროებას რომელიმე სკოლაში მიმდინარე სარემონტო-სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი შეფერხდეს, ამ დრომდე არ ასრსებობს. "სარემონტო სამუშაოები ნორმალურ ტემპში მიმდინარეობს და ამისი საშიშროება არ დგას" განუცხადა რადიო "ათინათს" ღურწკაიამ. განათლების სამისნისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების -ანაკლიის, ახალკახათის, დარჩელის, ერგეტის, კახათის, ონარიას, ურთის, ყულიშკარის, ჩხორიას და ასევე ქალაქის მეათე და მერვე საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოებისთვის მიმდინარე წელს 1 მილიონი ლარი გამოყო. ასევე აქტიურ ფაზაშია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით სარემონტო სამუშაოები წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში განათლების სამინისტრომ 464 ათასი ლარი გამოყო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ოთხ საჯარო სკოლაში კეთდება სარემონტო სამუშაოები. როგორც რადიო "ათინათს" ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ განუცხადა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სკოლები მძიმე მდგომარეობაშია და მიმდინარე წელს მხოლოდ ოთხი სკოლის გარემონტება მოხერხდა. გაგუა იმედოვნებს რომ მომავალ წელს მინიმუმ ექვსი სკოლის რეაბილიტაციას შეძლებენ. განათლების სამინისტრომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს საჯარო სკოლების სარემონტო სამუშაოებისთვის სულ 387 ათასი ლარი გამოუყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.