Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/IMG_2375.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/IMG_2375.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/IMG_2375.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/IMG_2375.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
შამგონის სკოლა-ინტერნატის აღდგენა ამჯერად არასამთავრობო ორგანიზაციებმა მითხოვეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის  ბავშვთა სახლის  საპატრიარქოსთვის გადაცემას ამჯერად  12 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. მათ შორის ასოციაცია „ათინათი“,  ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა სოციაცია „დეა“,  ქალთა კავშირი „ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის”,  არასრულწლოვანთა და ხანდაზმულთა დახმარების ცენტრი „მადლი“ და სხვ.  ამ მოთხოვნით არასამთავრობო  ორგანიზაციებმა საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართეს. ისინი პრემიერისგან თანადგომას ითხოვენ. შამგონის სკოლა-ინტერნატი 2012 ივლისში დაიხურა. „შამგონის სკოლა-ინტერნატი არის უნიკალური და უძველისი სკოლა და მისი დახურვა ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. პრემიერ- მინისტრს თანადგომას და მხარადჭერას ვთხოვთ, რათა სკოლა გადეცეს საპატრიარქოს“, უთხრა რადიო "ათინათს"  ქალთა კავშირი „ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ხელმძღვანელმა ინგა ქარდავამ. ამასთან, შამგონის ბავშვთა სახლის ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ სკოლა დღესაც მზად არის 200-მდე ბავშვი მიიღოს. ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის სკოლა-ინტერნატის ყოფილი თანამშრომლები და მშობლები სკოლის აღდგენის მოთხოვნით ერთი კვირის წინ შეიკრიბა. სკოლის ყოფილი თანამშრომლების განმარტებით, საპატრიაროს აქვს პროექტი, რომლის თანახმად შამგონის ყოფილ ბავშვთა სახლის შენობის ბაზაზე შესაძლოა სახელოვნებო სკოლა-პანსიონი გაიხსნას. შამგონის ბავშვთა სახლი 1952 წელს დაარსდა. 1959-93 წლებში ფუნქციონირებდა , როგორც ზუგდიდის საშუალო სკოლა-ინტერნატი, 1993-96 წლებში კი როგორც ზუგდიდის ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი. 2009 წელს ჯანდაცვის სამინიტროს გადაეცა და 2012 წლამდე ზუგდიდის ბავშვთა სახლის სახელით იყო ცნობილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.