Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/jgushia.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

რუბრიკები
სამეგრელოს ხმის ლიდერი მხარს ღირსეულ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საპრეზიდენტო არჩევნებისა და კანდიდატების შესახებ ისაუბრა. ჯგუშიამ აღნიშნა, რომ „სამეგრელოს ხმა“ იმ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რომელიც ოქტომბრის მონაპოვარს და ქართველი ხალხის არჩევანს რეალობად აქცევს. მან ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო მოძრაობის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე კონკრეტული პიროვნების დასახელებისგან თავს შეიკავებს,თუმცა აქტიურად იმუშავებს საზოგადოებასთან იმ მიდგომების გარშემო რა ნიშნითაც კანდიდატის არჩევა უნდა მოხდეს. ჯგუშია მიიჩნევს, რომ კანდიდატი გამოკვეთილი პოლიტიკური უნარ ჩვევების მატარებელი უნდა იყოს და საგარეო პოლიტიკური კურსის სწორად წარმართვა პრიორიტეტად უნდა დაისახოს. „ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ კანდიდატს, რომელიც წერტილს დაუსვამს ანგარებით კოჰაბიტაციად წოდებულ პროცესს, ჩვენ მოსახლეობას მოვუწოდებთ მხარი დაუჭიროს იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე მეტად დაინახავს სამეგრელოს გამაერთიანებელ როლს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში,-განაცხადა ჯგუშიამ. მან ასევე განათლებისა და სამართალდამცავი სფეროების პოლიტიკისგან სრულ დისტანცირებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამეგრელო ამ კუთხით ყველაზე დიდი ნეგატივი იყო. „სწორედ სამეგრელომ ამ არჩევნებზე უნდა დაანახოს სრულიდ საქართველოს რომ რეგიონში მოხდება სრული გარდატეხა ამ მხრივ,-აღნიშნა ჯგუშიამ. მისივე თქმით დღეის მდგომარეობით სამართალდამცავი სტრუქტურები აბსოლუტურად სწორად და სამართლიანად მუშაობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.