Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/gremisxevi-1-12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/gremisxevi-1-12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/gremisxevi-1-12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/09/gremisxevi-1-12.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
დასავლეთ საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზარალს ითვლის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვადასხვა სამსახურები კოორდინირებულად და ოპერატიულად მოქმედებენ იმისათვის, რომ  სტიქიის მიერ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მიყენებული ზარალი დაადგინოს.  სამინისტროს ოპერატიული ჯგუფები იმყოფებიან სვანეთში, სამეგრელოსა და გურიაში, რათა ადგილზე შეისწავლონ არსებული ვითარება. რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულაში გააქტიურებულია მეწყერსაშიში ზონა. არსებობდა საშიშროება, რომ მეწყერი, ჩამოწოლის შემთხვევაში, მთლიანად მიმართულიყო სოფელზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებდა, ხოლო სოფელში მდგარ სახლებს მნიშვნელოვნად დააზიანებდა. ყველა ამ რისკ-ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ, გარემოს დაცვის სამინისტრომა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღეს გადაწყვეტილება 20 ოჯახის სასწრაფო ევაკუირების შესახებ. ამასთან, გზის მიმდებარედ განთავსდა ტეტრაპოდები და მეწყერს შეეცვალა მიმართულება, რათა არ მოხდეს მისი ჩამოწოლა უშუალოდ სოფელზე და ახლა ის მიემართება საავტომობილო გზაზე. ამის გამო აღნიშნულ გზაზე უკვე მესამე დღეა, გამუდმებით მუშაობს ტექნიკა, ინტენსიურად იწმინდება გზა და არხი. ამ ეტაპზე საავტომობილო გზა გახსნილია, თუმცა, ადგილზე მობილიზებული რჩება საავტომობილო გზების დეპარტამენტის ჯგუფები და ტექნიკა. ასევე, ინტენსიური წვიმისა და თოვის გამო უშგულში დაზიანდა შიდა გზა, სავარგულებთან მისასვლელი, რომლის გავლითაც მოსახლეობას თივა გამოჰქონდა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. სოფელ წვირმინდაში წყალმა წაიღო ხიდი, მაგრამ გაწმენდილია შემოვლითი საცალფეხო გზა და მოსახლეობა გადაადგილებას ახერხებს. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში დაიტბორა ათამდე სახლი. მცირე წყალმოვარდნები იყო სოფელ ჭალადიდში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები სტიქიის ზონებში რჩებიან და იქ იქნებიან მანამ, სანამ ვითარება არ დასტაბილურდება. ამავდროულად, მიმდინარეობს მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება და მას, საბოლოო დადგენის შემდეგ, რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.